გადაწყვეტილება №92331/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.01.2025
№ დოკუმენტი 92331/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№92331/1/2024

20 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 12.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №92331/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2024 წლის №249-29 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 209 966 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 92 334

მოგების გადასახადი - 71 948

საშემოსავლო გადასახადი - 20 386

ჯარიმა - 46 166

საურავი - 71 466

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ----------) შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, საჯარო რეესტრის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის განმარტების მიხედვით საწარმოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 53.08.42.389 (ფართობი 11 389 კვ.მ) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების შეძენა საწარმოს დირექტორისგან, ----------. 399 000 აშშ დოლარად (ეროვნული ბანკის იმჟამინდელი კურსით - 1 276 321 ლარი).

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, რაც ეწინააღმდეგება საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საწარმოს ანაზღაურებული აქვს 1 252 415 ლარი. გადამხდელმა უარი განაცხადა შეძენილი ქონების საბაზო ღირებულების შეფასების დოკუმენტის წარმოდგენაზე მისი შეძენის თარიღისათვის და შესაბამისად, აღნიშნული ქონების შეფასება განახორციელა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტმა, რომელმაც საწარმოს მიერ მისი დირექტორისაგან შეძენილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეძენის თარიღისათვის შეაფასა 889 000 ლარად.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის გათვალისწინებით დადგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის გარიგების საბაზრო ფასზე ზეგავლენა. შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2023 წლის №32869 ბრძანება და №249-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2083 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. სულ 6 745 ლარით, მათ შორის: გადასახადის თანხა 4 496 ლარით, ჯარიმა 2 249 ლარით, აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 12 სექტემბრის №20203 ბრძანება და №249-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1) ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ---------- დასკვნის მხედველობაში მიღება არ შეიძლება, რადგან აღნიშნული დასკვნა არ არის შედგენილი შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVSC) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად: კერძოდ, ა) არ ხდება ყველა შესადარისი ობიექტის იდენტიფიცირება, რის გამოც გაურკვეველია რამდენად სწორად არის შესადარისი ანალოგები და საიდან არის აღებული შეთავაზებები ბ) არ არის დასაბუთებული კორექტირებები; გ) შეფასება განხორციელებულია 2020 წლის 20 ივნისის მდგომარეობით. მაშინ როდესაც საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქონლის საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის მიწოდების მომენტისთვის (ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაშირეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისთვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის რეალიზაციის მომენტს. აქედან გამომდინარე, 30 დღის წინანდელი შეფასებები მათ შორის 2020 წლის 20 ივნისის მდგომარეობით განხორციელებული შეფასებები არარელევანტურია და მხედველობაში მიღებული არ უნდა იყოს.

2) გადაანგარიშების შედეგად მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები არასწორად არის დარიცხული, რადგან გაანგარიშება გაკეთებულია 1 276 321 ლარიდან, მაშინ როდესაც რეალურად საწარმოდან გაცემული თანხა, დღეის მდგომარეობით შეადგენს 1 252 415 ლარს. საგადასახადო კოდექსის 98 პრიმა პუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების განაწილებად ითვლება: საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს: გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს, ხოლო სადავო შემთხვევაში გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი, იყო სწორედ 1 252 415 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დავების განხილვის საბჭომ 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილებით მართებულად მიიჩნია მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ქონების ღირებულების (399 000 აშშ დოლარი - ეროვნული ბანკის კურსით 1 276 321 ლარი) განხილვა გარიგების ფასად და ამ თანხიდან მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, თუმცა საბჭომ არ გაიზიარა საგადასახადო და დავის განმხილველი ორგანოების პოზიცია ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის თაობაზე და აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, საწარმოსა და მის დირექტორს შორის გაფორმებული მიწის ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ღირებულებასა (1 276 321 ლარი) და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებული ქონების ღირებულებას (889 000 ლარი) შორის არსებული სხვაობა განხილული იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შედეგად საწარმოს შეუმცირდა შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 76 444 ლარით, ჯარიმა 38 223 ლარით და დაერიცხა მოგების გადასახადი 71 948 ლარი, ჯარიმა 35 974 ლარი. ამრიგად, საერთო ჯამში დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. სულ 6 745 ლარით, მათ შორის: გადასახადის თანხა 4 496 ლარით, ჯარიმა 2 249 ლარით.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილ და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის მართლზომიერება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

ამასთან, უსაფუძვლოა მომჩივნის მოთხოვნა გარიგების შედეგად გაწეული ხარჯის 1 252 415 ლარის ოდენობით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან დავების განხილვის საბჭომ 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილებით იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯად ჩათვალა - საწარმოსა და მის დირექტორს შორის გაფორმებული მიწის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულება - 1 276 321 ლარი.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დავების განხილვის საბჭომ 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილებით მართებულად მიიჩნია მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ქონების ღირებულების (399 000 აშშ დოლარი - ეროვნული ბანკის კურსით 1 276 321 ლარი) განხილვა გარიგების ფასად და ამ თანხიდან მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, თუმცა საბჭომ არ გაიზიარა საგადასახადო და დავის განმხილველი ორგანოების პოზიცია ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის თაობაზე და აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, საწარმოსა და მის დირექტორს შორის გაფორმებული მიწის ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ღირებულებასა (1 276 321 ლარი) და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებული ქონების ღირებულებას (889 000 ლარი) შორის არსებული სხვაობა განხილული იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შედეგად საწარმოს შეუმცირდა შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 76 444 ლარით, ჯარიმა 38 223 ლარით და დაერიცხა მოგების გადასახადი 71 948 ლარი, ჯარიმა 35 974 ლარი. ამრიგად, საერთო ჯამში დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. სულ 6 745 ლარით, მათ შორის: გადასახადის თანხა 4 496 ლარით, ჯარიმა 2 249 ლარით. საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილ და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის მართლზომიერება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 7.06.2024 წლის №22335/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).