ბრძანება N 8439
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8439
18.04.2023
შპს „-----------’’ (ს/ნ ------------)
(ფაქტ.მის.: -------------------)
2023 წლის 7 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „----------’’ (ს/ნ ----------) №19028/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 თებერვლის №007-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. არ ეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობის თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
2. არ ეთანხმება საგამოძიებო მასალებით დადგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის რეალურ ფასსა და საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ თანხებს შორის სხვაობის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ უძრავი ქონების რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხებს შორის სხვაობები გადაეცემოდა ანგარიშვალდებულ პირებს. აღნიშნული თანხები გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებას, ამასთან, მიუთითებს, რომ სხვაგვარად სამეწარმეო საქმიანობას ვერ გააგრძელებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №2303 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №007-344 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 13 და 15 იანვრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები საწარმოს დამფუძნებლების მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანის თაობაზე;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და კაპიტალის ოდენობის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.’’
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №2303 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 13 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 237 322 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 158 214 ლარით და ჯარიმა 79 108 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 17 თებერვლის №007-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, საბუღალტრო პროგრამა ,,ორისი’’ და საბანკო ამონაწერები. საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, კაპიტალის მოძრაობა სრულად არის ასახული პროგრამა ,,ორისში’’. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრული შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში და 2019 წლის შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღისათვის (2019 წლის 31 დეკემბერი) არსებული კაპიტალის ნაშთით დაკორექტირდა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხა. შედეგად, პირს შეუმცირდა გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრული შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში და 2019 წლის შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღისათვის არსებული კაპიტალის ნაშთით დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა (კაპიტალის ნაშთის ფარგლებში შემცირდა სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირებული თანხები). ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობის თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
2.არ ეთანხმება საგამოძიებო მასალებით დადგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის რეალურ ფასსა და საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ თანხებს შორის სხვაობის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №2303 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 13 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა.აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 17 თებერვლის №007-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302,304