გადაწყვეტილება №81786/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 14.07.2023
№ დოკუმენტი 81786/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№81786/1/2023

14 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 20.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №81786/1/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 18.05.2023 წლის №18611/2/2023 წლის გადაწყვტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.06.2023 წლის №125-11 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 00 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად და დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2022 წლის №32540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 18.05.2023 წლის №18611/2/2023 წლის გადაწყვტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საბჭოს გადაწყვტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 16.06.2023 წლის №125-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდგეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილია 28.06.2023 წლის №497259 (რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: -----------) განცხადება სადაც მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 81786/1/2023 საჩივარი. განმარტავს, რომ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით წყვეტს დავას.

ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბჭოს 18.05.2023 წლის №18611/2/2023 წლის გადაწყვტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად და დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2022 წლის №32540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.05.2023 წლის №18611/2/2023 წლის გადაწყვტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭოს გადაწყვტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 16.06.2023 წლის №125-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩეს განუხილველი;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

301(ა)