გადაწყვეტილება №22302/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 11.06.2024
№ დოკუმენტი 22302/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22302/2/2024

11 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22302/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა;

2. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ჩასათვლელ თანხას შორის დადგენილი სხვაობა;

3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.09.2023 წლის №007-239 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27401 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 83 310.5 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 56 180

დღგ - 16 914

საშემოსავლო გადასახადი - 28 831

ქონების გადასახადი - 10 435

ჯარიმა - 14 347

საურავი - 12 783.5

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო და კერძო დაკვეთების ფარგლებში სხვადასხვა ობიექტების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.

აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №9958 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 23.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.09.2023 წლის №22720 ბრძანება და ამავე თარიღის №007-239 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 18.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.11.2023 წლის №27401 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №22644-21-04 წერილით წარმოდგენილ და გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27401 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.11.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 5.12.2023 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 19.02.2023 წელს (შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 14.02.2023 წელს), გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

საჩივარში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე მომჩივნის წარმომადგენელს (ბუღალტერს) აღნიშნულზე მიეწოდა ინფორმაცია, რომელმაც განმარტა, რომ კომპანია აღარ ფუნქციონირებს, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე პასუხისმგებელია თავად, როგორც ბუღალტერი და აღნიშნულ პერიოდში ორსულობის/მშობიარობის გამო იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში და სამწუხაროდ გამორჩა გასაჩივრების ვადები. აღნიშნულის დასადასტურებლად შეუძლია წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულის მიერ გაცემული ცნობა.

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტაცია ვერ გახდება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა;

2. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ჩასათვლელ თანხას შორის დადგენილი სხვაობა;

3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო და კერძო დაკვეთების ფარგლებში სხვადასხვა ობიექტების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 18.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 7.11.2023 წლის №27401 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე)