ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები 10.07.2019
№ დოკუმენტი 22970
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 22970

2019 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 ივნისის №21078 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 25 ივნისის №73200-21-03 სხდომის ოქმი.

 

სამსახურის უფროსი

ვახტანგ ლაშქარაძე

 

დანართი №1

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 03 დეკემბრის ბრძანება №42012 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №6474 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

 

ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური

ზღვრული ნორმები

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1712046074163 {width: 495pt; margin-left: 6.75pt; border: none; margin: 0 auto !important; }ოპერაციების დასახელება

დანაკარგი წონიდან %-ში

 

პროპილისა და იზოპროპილის სპირტი

სეს ესნ კოდი: 2905 12

 

სარკინიგზო გადაზიდვები

0.80

 

მეთილის სპირტი

სეს ესნ კოდი: 2905 11

 

სარკინიგზო გადაზიდვები

0.15

 

პარაქსილოლი

სეს ესნ კოდი: 2902 43

 

სარკინიგზო გადაზიდვები

0.30

 

პიროლიზული ფისი

სეს ესნ კოდი: 3911 90 990 00

 

სარკინიგზო გადაზიდვები

1.00

 

ვაკუუმური გაზოილი

სეს ესნ კოდი: 271019 310 00, 2710 19 350 00.

 

სარკინიგზო გადაზიდვები

0.60

 

შენახვა

0.56

 

აირის კონდენსატი ბუნებრივი

სეს ესნ კოდი: 270900 100

 

სარკინიგზო გადაზიდვები

0.75

 

ნავთობის აირები გათხევადებული სეს ესნ კოდი: 2711 ნახშირწყალბადები აცეკლური სეს ესნ კოდი: 2901

 

სარკინიგზო გადაზიდვები

0.90

 

შენახვა

1.10

 

მეთილ-ტრეტ ბუტილეთინის ეთერი

სეს ესნ კოდი: 2909 19 90

 

სარკინიგზო გადაზიდვები

0.39

 

შენიშვნა: შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს მიღებისა და გაცემის დანაკარგს.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე