ბრძანება N 20000

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 20000
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20000

14 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სპს „---ის“ (ს/ნ---)

(----) 2023 წლის 25 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა სპს „---ის“ (ს/ნ ---) №82559/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №067-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებული აუდირებულ ფასნამატსა და საწარმოს მიერ დეკლარირებულ ფასნამატს შორის განსხვავება მხოლოდ 1%-ია. ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6095 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ოქტომბრის №067-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით სპს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 13 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. სპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის შეძენის ფასის 2% უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6095 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 8 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 532 109 ლარით, მათ შორის, გადასახადი 353 178 ლარი და ჯარიმა 178 931 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 ივნისის №067-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის შეძენის ფასის 2% უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები შემოწმების მიერ დაექვემდებარა შემცირებას.

 შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები, რომლის მიხდვითაც ანალოგიურ პროდუქციაზე ფასნამატმა შეადგინა 16%.

შემოწმების მიერ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, დაკორექტირებულ/შემცირებულ იქნა შემოწმების პროცესში დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა. გარდა ამისა, თავიდან გაანგარიშდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთის არსებობა და აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში მითითებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკევა, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები და ფასნამატმა შეადგინა 16%. შემოწმების მიერ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, დაკორექტირებულ/შემცირებულ იქნა შემოწმების პროცესში დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა. გარდა ამისა, თავიდან გაანგარიშდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთის არსებობა და აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, შემცირებას დაექვემდებარა დაგროვების ბარათზე დარიცხული საქონლის შეძენის ფასის 2% უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები. ამასთან, მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებული აუდირებულ ფასნამატსა და საწარმოს მიერ დეკლარირებულ ფასნამატს შორის განსხვავება მხოლოდ 1%-ია. ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6095 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 8 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 532 109 ლარით, მათ შორის, გადასახადი 353 178 ლარი და ჯარიმა 178 931 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 ივნისის №067-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).