ბრძანება N 20645

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2024
№ დოკუმენტი 20645
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20645

20 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

--- ის (პ/ნ ---; მის.: ---)

2024 წლის 30 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა ----ის (პ/ნ ----) №91701/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 28 აგვისტოს №AL055750 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ავტომობილის დასაშვები ნორმა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში შეცდომით მითითებული იყო 500 კგ-ით მეტი, რაც მისთვის იყო ცნობილი და ამიტომ გადაჰქონდა შესაბამისი ოდენობის ტვირთი. დაჯარიმების შემდეგ სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული მონაცემი გასწორდა და უკვე ზუსტი მასა არის მითითებული, რაც მომავალში გამორიცხავს დაჯარიმებას. აღნიშნულზე მითითებით სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ კონტროლის ზონაში შემოვიდა №---- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ---. მის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით უნაგირა საწევარას დაუტვირთავი მასა შეადგენდა 8 000 კგ-ს, ხოლო მისაბმელის დაუტვირთავი მასა - 7 500 კგ-ს.

სატრანსპორტო საშუალების საერთო წონამ ტვირთთან ერთად (ტვირთის წონა 25 000 კგ.) წარმოდგენილი დოკუმენტებით შეადგინა 40 500 კგ. ვინაიდან ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა (40 500 კგ) 500 კგ-ით აღემატებოდა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მაქსიმალურ ნებადართულ მასას (40 ტონა), საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 28 აგვისტოს შედგენილ იქნა №AL055750 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ, დავის განხილვის ეტაპზე ---ის მიერ წარმოდგენილ იქნა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2024 წლის 30 აგვისტოს გაცემული ახალი რეგისტრაციის მოწმობა, რომელშიც უნაგირა საწევარას დაუტვირთავი მასა 8 000 კგ-ს ნაცვლად აღირიცხა 7 500 კგ. დაუტვირთავი მასის კორექტირებული მონაცემის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალების საერთო წონა აღარ აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად მიეთითითება მათი ნებადართული მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი. კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებების ნებადართულ მაქსიმალურ მასასა და დაუტვირთავ მასას განსაზღვრავს სააგენტო. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) − ქარხანადამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.

ნებადართული მაქსიმალური მასა (დასაშვები წონა) კი არის დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.

„გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილების დანართის 2.2.2. პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესახსრებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც არის ორღერძიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება სამღერძიანი ნახევარმისაბმელით, მაქსიმალური ნებადართულის მასაა 40 ტონა.

დასახელებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლის მიხედვით, გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი „--- ის“ კონტროლის ზონაში წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტის მიხედვით, უნაგირა საწევარას დაუტვირთავი მასა შეადგენდა 8000 კგ-ს, ხოლო მისაბმელის - 7500 კგ-ს. წარმოდგენილი დოკუმენტებით (სატრანსპორტო ზედნადები) ტვირთის შეადგენდა 25000 კგ, სრულმა წონამ შეადგინა 40500 კგ (8000+7500+25000=40500 კგ), რაც 500 კგ-ით აღემატებოდა ზემოხსენებული რეგლამეტით დადგენილ ნორმას (40000 კგ.).

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო ორგანომ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით კონტროლის განხორციელბისას იხელმძღვანელა მოჩივნის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი ოფიცილური - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობებით, რომელთა მიხედვით გამწევისა და მისაბმელის დაუტვირთავი მასა ჯამში შეადგენდა 8000+7500=15500 კგ-ს, ხოლო ტვირთის წონა იყო 25 000 კგ-ს. საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო №BVA0887767 მოწმობის ქსეროასლის თანახმად, №---- უნაგირა საწევარას დაუტვირთავი მასა არის 7500 კგ. თუმცა აღნიშნული მოწმობა გაცემულია 2024 წლის 28 აგვისტოს №AL055750 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საბაჟო კონტროლის დასრულების შემდგომ - 2024 წლის 30 აგვისტოს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურისთვის უცნობია მასის ცვლილების გარემოება და დრო.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (გადაცდომა), რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული სახდელი. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ---- ის (პ/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2024 წლის 28 აგვისტოს №AL055750 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ამ ომით დადებული სახდელი; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზ. №358) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა 500 კგ-ით აღემატებოდა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მაქსიმალურ ნებადართულ მასას (40 ტონა), საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 28 აგვისტოს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლს.