N 11720 - 10/05/2022 - „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №11720
2022 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანების დანართ №1-ს („მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურების სახეები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ – „უ“ ქვეპუნქტები:
„ნ) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების მოთხოვნა ქ. თბილისის სერვისცენტრებში საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ როგორც საკუთარი, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის სახელით;
ო) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის აღდგენის მოთხოვნა ქ. თბილისის სერვისცენტრებში საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ როგორც საკუთარი, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის სახელით;
პ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია;
ჟ) ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია;
რ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნის რეგისტრაცია;
ს) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია;
ტ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების/შეწყვეტის, შეჩერების/საქმიანობის აღდგენის, საქმიანობის სახის ან/და განხორციელების ადგილის ცვლილების მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრში ასახვის მოთხოვნის რეგისტრაცია.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 16 მაისიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე