გადაწყვეტილება №24246/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24246/2/2024
16 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:
შპს „---“ - ს (ს/ნ ---)
ყოფილი დირექტორი ფ/პ --- (პ/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს (ს/ნ ---) ყოფილი დირექტორის ფ/პ ---ის (პ/ნ ---) 1.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24246/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.12.2023 წლის №31734 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №005-72 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15316 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 609 604,53 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 298 055
დღგ - 112 356
საშემოსავლო გადასახადი - 185 699
ჯარიმა - 150 644
საურავი - 160 905,53
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით. შემოწმებულია შპს „---“ - ს საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №005-138 საგადასახადო მოთხოვნა, რაც შპს „----ს“ ყოფილი დირექტორის --- ის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14880 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14880 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 428 397 ლარი, მათ შორის გადასახადი 285 595 ლარი და ჯარიმა 142 438 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2023 წლის №005-182 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც შპს „--“-ს ყოფილი დირექტორის ---ის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.12.2023 წლის №31734 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით ყოველმხრივ შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი, დაედგინა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №005-72 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც შპს „---“-ს ყოფილი დირექტორის ---ის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15316 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №005-72 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №005-138 საგადასახადო მოთხოვნის და 8.11.2023 წლის №005- 182 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15316 ბრძანება არ დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №005138 საგადასახადო მოთხოვნასთან და 8.11.2023 წლის №005-182 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
---- პოპულარული იყო, როგროც ქართველი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ---ს უნიკალურ დიზაინი და სახურავზე არსებულ ღია სივრცე, საიდანაც იშლება განსაკუთრებული ხედი ძველ თბილისზე, აღიარებული იყო სხვადასხვა უცხოური ცნობილი გამომცემლობის მიერ როგორებიცაა: --- ------ განთავსებული იყო ოჯახის კუთვნილ 3 სართულიან შენობაში.---ის კონცეფცია გულისხმოდა ქართველი თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების გამოფენას და პოპულარიზაციას. სტუმრებს სთავაზობდნენ იაფ და ხარისხიან საავტორო კოქტეილებს დაბალ ფასად, რადგან უქმე დღეებში ---ში მოსული სტუმრების მიზანი იყო იაფად მიეღოთ ალკოჰოლური სასმელი და გაეგრძელებინათ გართობა კლუბში. სამუშაო საათებიც 18:00 – 02:00 კონცეფციის ნაწილი იყო. სტუმრების მეტი კომფორტის შესაქმნელად, --- სთავაზობდა სამზარეულოს მინიმალურ მენიუს. ყველაზე მოთხოვნადი კოქტეილი იყო სახელად „ადიოსი“, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი ალკოჰოლის შემცველობით და დაბალი ფასით (14 ლარი). მისი ახლო ანალოგია ცნობილი კოქტეილი „ლონგ აილენდი აის თი“ რომელის ღირებულება ---ში ასევე 14 ლარი იყო, ხოლო სხვა ბარებში 20-25 ლარიდან იწყებოდა, შესაბამისად, სხვა მსგავსი ობიექტების მიმართ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისას გამოყენებული თუ დადგენილი ფასნამატი 200%-ზე მეტი ფასნამატი ---ის შემთხვევაში არარეალურია. მიწოდებული იყო მენიუ, კოქტეილების კალკულაციები და ფასნამატების გადაანგარიშება.
სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა ინფორმაციის გაანალიზება და ისევ გამოყენებულია ძირითადად არაპირდაპირი მეთოდი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ ალკოჰოლური დ გამაგრილებელი სასმლების ფასნამატი ნაცვლად 273% და 282%-ისა შეადგენს 126%, რაც ისევ აღემატება რეალურ ფასნამატს. აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინა მხოლოდ ერთი, ყველაზე ძვირიანი კოქტეილის ფასნამატი, მაგრამ სხვა კოქტეილები რომლის ფასნამატი არის 50%-80% არ არის გათვალისწინებული. აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა სრულად ბრძანება და არ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია, გამოყენებულია ძირითადად არაპირდაპირი მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არსებობს და ადასტურებს დაბალ მარჟებს.
სასმლის მენიუ არსებობს, კომპანიას გააჩნია კალკულაციები, ასევე, მარტივია კონცეფციის შესაბამისად დაბალი მარჟის დადგენა სხვა სასმელებზე, როგორიცაა ტეკილა, არაყი, გამაგრილებელი სასმელები ა.შ. დამატებით ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე, ნათლად ჩანს კომპანიის საქმიანობა და დაბალი მარჟები. დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის უმთავრესი საფუძველი გახდა სწორედ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისათვის, ვინაიდან ბუღალტრული შესაძლოა დაბეგვრის ობიექტის ლოგიკური და კანონიერი გზით განსაზღვრა.
საგადასახადო ვალდებულების მართებულად განსაზღვრის მიზნით, ბევრად უფრო სარწმუნოა შიდა რეცეპტურებისა და კალკულაციების გამოყენება, ვიდრე სხვა საგადასახადო შემოწმებებისას გამოვლენილი ფასნამატის ოდენობა. საჩივრის ავტორი, --- კომპანიის დირექტორი იყო შესამოწმებელი პერიოდის დიდ ნაწილზე, თუმცა არ მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად ჩართულიყო შემოწმების პროცესში. აღნიშნულის მიუხედავად, გამოითხოვა საგადასახადო შემოწმების აქტი და აპირებს დოკუმენტურად დაადასტუროს, რომ დირექტორობის პერიოდში საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ხდებოდა ზედმიწევნით სიზუსტით და თუ რაიმე ცდომილება შესაძლოა გამოვლენილ იქნეს, გამოწველი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური უზუსტობით და არანაირად მიზანმიმართული, ხელოვნური მანიპულაციებით. ამასთან, ლოგიკურია, რომ თუ კომპანიას ექნებოდა გადასახადის დამალვის მცდელობა, მაშინ არ განახორციელებდა შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების სრულ დოკუმენტირებას, რასაც ადგილი არ ჰქონია მოცემულ შემთხვევაში. მომჩივანი ითხოვს პირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების დათვლას და უნიკალური კოქტეილების შესახებ წარდგენილი დაბალი მარჟების გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: შემოსავლების სამსახურის 18.12.2023 წლის №31734 ბრძანების შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ელექტრონული ასლი. აღნიშნული ბუღალტრული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პროგრამულად აღრიცხულია საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და სასაქონლო მარაგების შეძენები, ხოლო აღნიშნული მარაგები ჩამოწერილია ჯამურად ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით ერთი ბუღალტრული გატარებით წლის ბოლოს. წარმოდგენილი ბუღალტრული ინფორმაცია არ ეყრდნობა რაიმე ტიპის დოკუმენტაციას ან/და გაანგარიშებას. ამასთან, წარმოდგენილი აღრიცხვა არ არის თანხვედრაში წინა გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ კალკულაციებთან და ამ მონაცემებით დადგენილ ფასნამატთან, რის საფუძველზეც შემცირებულ იქნა აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
შედეგად წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით შეუძლებელია საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრა, ამასთან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების (გადაანგარიშების გათვალისწინებით) კორექტირების მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას შპს „---“-ს ყოფილმა დირექტორმა ---მ განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა სრულად მის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა. ამასთან, შესაძლებელია გაშიფროს საქონლის ფასნამატი სახეობების მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სრულყოფილად ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია საკითხის დამატებით შესწავლა. ამასთან, მომჩივნის თქმით, ითანამშრომლებს შემმოწმებელთან და მიაწოდებს ახსნა-განმარტებებს მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა, დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, მომჩივნის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15316 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 18.12.2023 წლის №31734 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ხეტყის/მერქნული რესურსების დამზადების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მომსახურების გაწევა ქვეკონტრაქტორების მეშვეობით.
შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მეორე მხარის ხელმოწერით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა მეწარმის 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები.
გადასახადის გადამხდელმა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან, ირკვევა, რომ მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა სააღრიცხვო მოწმობის არმქონე პირს. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საშემოსავლო გადასახადი გაანგარიშებულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, ბ.