ბრძანება N 14461

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2023
№ დოკუმენტი 14461
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14461

23 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, სოფ. -------)

2023 წლის 29 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 29 მაისის №81316/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №006-168 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ, საწესდებო კაპიტალში შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საბაზრო ღირებულებას და შეტანის დროს არსებულ ღირებულებას შორის სხვაობაზე, როგორც დივიდენდზე, საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელი აცხადებს, რომ მართალია საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული 1კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ღირებულება ემთხვევა სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ღირებულებას აშშ დოლარში, მაგრამ 2023 წლის 25 აპრილის მდგომარეობით ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით (1აშშ დოლარი - 2.5069 ლარი) საერთო ღირებულება ლარში უნდა განსაზღვრულიყო დაახლოებით 402 820 ლარით. მომჩივანი ასევე ითხოვს დარიცხული საურავის ჩამოწერას და განხილვის ეტაპზე საურავის დარიცხვის შეჩერებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 მარტის №3970 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 მარტის №3970 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 25 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ (გადასახადი) 4 767 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №006-168 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

2023 წლის 2 მარტის № 3970 ბრძანების შესაბამისად შესწავლილი იქნა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიწის ნაკვეთის შეფასების დასკვნა, რომელიც 20 000 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებულ ღირებულებაზე და შედეგად, გადაანგარიშდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები (სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიწის ნაკვეთის შეფასების დასკვნა), რაც შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე გადაანგარიშდა განხორციელებული დარიცხვა და დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, დარიცხული საურავის გაუქმების და განხილვის ეტაპზე საურავის დარიცხვის შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო მითითებული სადავო გარემოებად და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული საურავის ჩამოწერას და განხილვის ეტაპზე საურავის დარიცხვის შეჩერებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 2 მარტის № 3970 ბრძანების შესაბამისად შესწავლილი იქნა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიწის ნაკვეთის შეფასების დასკვნა, რომელიც 20 000 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებულ ღირებულებაზე და შედეგად, გადაანგარიშდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა. ამასთან, დარიცხული საურავის გაუქმების და განხილვის ეტაპზე საურავის დარიცხვის შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო მითითებული სადავო გარემოებად და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21);