ბრძანებაN 6357
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანებაN 6357
30.03.2023
შპს „-----“-ის (ს/ნ ---------)
(ფაქტ. მის.: --------, -----------)
(იურ. მის.: --------, -----------)
2023 წლის 1 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) №----/-/----- საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის -- თებერვლის №----- ბრძანებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის -- მარტის სხდომაზე (ოქმი №--).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით საქმიანობდა 2019 წლის თებერვლამდე. საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების თაობაზე არ მიუმართავს, რადგან აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადი ერიცხებოდა იმ პერიოდზე როდესაც ფაქტობრივად აღარ ახორციელებდა საქმიანობას. ხელშეკრულება ფართის იჯარაზე და დასაქმებულ პირებთან გაუქმებული იყო, ხოლო იმ ფართში სხვა ახორციელებს საქმიანობას.
გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გაუქმება, რაზეც მომსახურების დეპარტამენტმა უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ 2022 წლის თებერვლის ჩათვლით ფიქსირდებოდა ზედნადებებით საქონლის მიღება, რასაც გადამხდელი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ აღნიშნული ზედნადებები იწერებოდა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს იმ პერიოდიდან, როდესაც მის სახელზე ზედნადებების გამოწერა აღარ ფიქსირდება, ანუ 2022 წლის მარტის თვიდან, გაუქმდეს დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) №------- და №-----/--- განაცხადები დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების თაობაზე, სადაც გადამხდელი განმარტავდა, რომ თბილისში, ---------ის ქ. №--/-- აწარმოებდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) 2012 წლის - აპრილიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება (- სამუშაო მაგიდასაანგარიშო თვეზე --- ლარი); ასევე, მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება (- სამუშაო მაგიდა-საანგარიშო თვეზე -- ლარი) და ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2012 წლის მაისის თვიდან. შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვა საგადასახადო ორგანოსათვის განხორციელდა 2023 წლის -- იანვარს.
შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) მიერ წარმოდგენილია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე ქირავნობის გაუქმების შესახებ 2019 წლის - თებერვლის ხელშეკრულება, რაც შეუსაბამოა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან. კერძოდ, შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) 2022 წლის თებერვლის ჩათვლით უფიქსირდება ზედნადებებით ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში საქონლის შეძენა, რომელთა ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს მითითებული მისამართია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიმართ გამოიცა 2023 წლის -- თებერვლის №---- ბრძანება ფიქსირებული გადასახადის შემცირების განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) 2023 წლის -- მარტის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 8713.2 ლარი, საურავი 3377.65 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ: ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ან მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე ბრძანების დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) 2022 წლის მარტის თვიდან აღარ უფიქსირდება ზედნადებებით ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში საქონლის შეძენა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) უნდა შეუმცირდეს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე 2022 წლის მარტის თვიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვამდე (2023 წლის -- იანვარი ID:-------- დარიცხული გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.შპს „-----“-ის (ს/ნ ---------) შეუმცირდეს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე 2022 წლის მარტის თვიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვამდე (2023 წლის -- იანვარი ID: ------ დარიცხული გადასახადი;
3.დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს იმ პერიოდიდან, როდესაც მის სახელზე ზედნადებების გამოწერა აღარ ფიქსირდება, ანუ 2022 წლის მარტის თვიდან, გაუქმდეს დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით გადამხდელს 2012 წლის 1 აპრილიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი,ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2012 წლის მაისის თვიდან. გადამხდელის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვა საგადასახადო ორგანოსათვის განხორციელდა 2023 წლის 30 იანვარს. 2022 წლის თებერვლის ჩათვლით გადამხდელს უფიქსირდება ზედნადებებით ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში საქონლის შეძენა, რომელთა ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს მითითებული მისამართია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიმართ გამოიცა 2023 წლის 15 თებერვლის №2788 ბრძანება ფიქსირებული გადასახადის შემცირების განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს 2022 წლის მარტის თვიდან აღარ უფიქსირდება ზედნადებებით ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში საქონლის შეძენა. სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელს უნდა შეუმცირდეს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე 2022 წლის მარტის თვიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვამდე დარიცხული გადასახადი.
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 951; 956; 302(6);
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-4(9); მე-6 (1); მე-7(1);