ბრძანება N 24688

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2024
№ დოკუმენტი 24688
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 24688

22 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 8 და 21 ნოემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 8 ნოემბრის №92761/1/2024 და 21 ნოემბრის №92970/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ნოემბრის №081-216 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ფორმალურად აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და გაუგებარი მიზეზის გამო უცვლელად დატოვა აქტით დარიცხული თანხები. აცხადებს, რომ საწარმოს 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში შპს „--------“ მიღებული აქვს 2 ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 216 355,5 ლარის ღირებულების. საწარმოს მიერ გადახდილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები, ამდენად, გადამხდელისთვის გაუგებარია შემმოწმებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ კომპანიას არ აქვს ჩათვლის უფლება იმ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებიც მიმწოდებელს აქვს დაბეგრილი. განმარტავს, რომ სადავო მომსახურება გაწეული იყო ნაკლოვანებებით/ხარვეზით, სწორედ აღნიშნულის გამო მხარეთა მიერ გაფორმდა 2020 წლის 24 თებერვლის მორიგების აქტი, რომლის მე-3 პუნქტით დასტურდება გადამხდელისთვის მომსახურების გაწევა. შესაბამისად, არასწორია და ფაქტობრივ გარემოებებს მოკლებულია შემმოწმებლის მითითება, რომ მომსახურებას საერთოდ არ ჰქონდა ადგილი, ამდენად, სრულად უკანონოა შემმოწმებლის მიერ სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №16666 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------------“ (ს/ნ -----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----------“ (ს/ნ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №16666 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 5 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 8 ნოემბრის №081-216 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც დადგინა, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ შორის დადებული ხელშეკრულება მომსახურების შესახებ გაუქმებულ იქნა, ხელშეკრულების პიროებების შეუსრულებლობის გამო. კომპანია ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად შპს „----------“ თავად დაიქირავა მუშახელი და შეასრულა გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. შემოწმებით მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2024 წლის 21 ნოემბერს 13:15 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრების განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც დადგინა, რომ შპს „---------“ და შპს „--------“ შორის დადებული ხელშეკრულება მომსახურების შესახებ გაუქმებულ იქნა, ხელშეკრულების პიროებების შეუსრულებლობის გამო. კომპანია ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად გადასახადის გადამხდელმა თავად დაიქირავა მუშახელი და შეასრულა გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამდენად, შემოწმებით მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს მიაჩნია, რომ სრულად უკანონოა შემმოწმებლის მიერ სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც დადგინა, რომ მომჩივანსა და სხვა შპს-ს შორის დადებული ხელშეკრულება მომსახურების შესახებ გაუქმებულ იქნა, ხელშეკრულების პიროებების შეუსრულებლობის გამო. კომპანია ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად შპს თავად დაიქირავა მუშახელი და შეასრულა გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. შემოწმებით მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);