მინის წარმოებისას საწარმოო დანაკარგი
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 11321
10 ივლისი 2012
მინის წარმოებისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ
,,ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის N 845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ" ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მინის წარმოებაში საწარმოო დანაკარგი (ხურებითი დანაკარგი) განისაზღვროს წარმოებაში ჩაშვებული კაზმის 17%-ს ოდენობით.
2. მინის წარმოებაში გამოყენებული კვარც-მინდვრიშპატური ქვიშია ბუნებრივი დანაკარგი (ტენიანობა) განისაზღვროს 7%-ს ოდენობით.
3.მინის წარმოებაში გამოყენებული დოლომიტის ბუნებრივი დანაკარგი (ტენიანობა) განისაზღვროს 3%-ს ოდენობით.
4. მინის წარმოებაში გამოყენებული კრქვის ბუნებრივი დანაკარგი (ტენიანობა) განისაზღვროს 1%-ს ოდენობით.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მინის წარმოებისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ'' შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 29 ივნისის № 3373 ბრძანება.
6 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯამბულ ებანოიძე
სამსახურის უფროსი