ბრძანება N 14073

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.06.2026
№ დოკუმენტი 14073
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14073

26 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 18 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 18 ივნისის №102955/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის №064-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ საწარმოს მიმართ ნარჩენი დავალიანება გააჩნდა ორ კომპანიას, შპს „-------“ - 963 744,36 ლარის, ხოლო შპს „-------“ -479 580,18 ლარის ოდენობით. აღნიშნულ კომპანიებთან ანგარიშსწორება ხდებოდა მხოლოდ უნაღდო ფორმით და ამასთან ერთად წარდგენილია შედარების აქტები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა როგორც ხელფასად გაცემული თანხა და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნავს, რომ აუდიტორს ევალებოდა შეესწავლა რა ღირებულების პროდუქცია იყო მიწოდებული მეორე მხარისათვის, რამდენი გადაიხადა პროდუქციის მიმღებმა და ნაშთი აუდიტის პერიოდისათვის იყო თუ არა დაფარული. გარდა ზემოაღნიშნულისა, ელექტრონული ფოსტით აუდიტორისთვის გაგზავნილ იქნა მნიშვნელოვანი მტკიცებულები, თუმცა აღნიშნული მტკიცებულების განხილვის შედეგი და მსჯელობა არ ჩანს აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21178 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21178 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 18 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 38 813 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 875 ლარი, ჯარიმა 12 938 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 20 მაისის №064-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინენულ იქნა გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინენულ იქნა გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ დებიტორული დავალიანებების ფულის ნაშთში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №28882 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნა გამოცემული არ არის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინენულ იქნა გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ დებიტორული დავალიანებების ფულის ნაშთში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნა გამოცემული არ არის.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)