გადაწყვეტილება №19569/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19569/2/2023
07 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19569/2/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №001-52 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 138 315 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 81 119
დღგ - 41 119
საშემოსავლო გადასახადი - 40 000
ჯარიმა - 57 196
ფაქტების აღწერა
გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:
შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ კომერციული და საცხოვრებელი ფართების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, საცხოვრებელი ბინების და კომერციული ფართების, ასევე პარკინგის რეალიზაციებზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ამავდროულად, დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა სუპერფინი და ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის ივლისის თვიდან გააჩნია უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევები, რაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებებით და საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
გაანალიზდა ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც მითითებულია, რომ მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სრულად აქვს გადახდილი ქონების ღირებულება და ამავდროულად საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რეგიტრირებულია საჯარო რეესტრში. ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს ავანსის სახით მიღებული აქვს შემოსავალი უძრავი ქონების მიწოდებამდე.
საწარმოს მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ბინების რეალიზაციაზე გადამხდელის მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული სარეალიზაციო ღირებულებების და შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშებზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხების მიხედვით. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ფიზიკურ პირებზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 481 მუხლის თანახმად, საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული უძრავი ქონების ღირებულებები და ასევე უძრავი ქონების მიწოდებამდე შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ავანსის თანხები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42342 ბრძანება და №001-521 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.03.2022 წლის №8022 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა პირველი დავის საგნის ნაწილში საჩივარში დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს დასახელებული ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8157 ბრძანება და 13.04.2023 წლის №001-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
სრულად და დროულად წარადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია. თუმცა საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა. მოითხოვს დაევალოს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციებისა და ინფორმაციის საფუძველზე, დარიცხული გადასახადების და სანქციების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა პირველი დავის საგნის ნაწილში საჩივარში დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს წარმოდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წელს გამოცემული დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2017 წლის საანგარიშგებო პერიოდში ავანსად მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოწმებისას დამატებით მოთხოვნილი იქნა 2017 წლის საანგარიშგებო პერიოდებზე მიღებულ ავანსებთან დაკავშირებული დამატებით დოკუმენტაცია, აღნიშნული ინფორმაცია შემოწმებისათვის ვერ გახდა ხელმისაწვდომი, რის გამოც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
მომჩივანი განმარტავს, რომ სრულად და დროულად წარადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია. თუმცა საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა. მოითხოვს დაევალოს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციებისა და ინფორმაციის საფუძველზე, დარიცხული გადასახადების და სანქციების შემცირება.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მცირე დრო რჩებოდა, როდესაც მომჩივანმა საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინა სალაროს გასავლის ორდერები და სხვა მასალები, ამ მასალების შესწავლის გათვალისწინებით, შესაძლოა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილება სრულყოფილად არ არის აღსრულებული, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ დასახელებული და წარდგენილი მასალების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ა) უზრუნველყოს, საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება;
ბ)მომჩივნის მიერ დასახელებული და წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების (შესაბამისი სანქციების) კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადების და სანქციების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული უძრავი ქონების ღირებულებები და ასევე უძრავი ქონების მიწოდებამდე შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ავანსის თანხები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42342 ბრძანება და №001-521 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2022 წლის №8022 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 7.07.2022 წლის №16377/2/2022 გადაწყვეტილება სრულყოფილად არ არის აღსრულებული, შესაბამისად გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლა უნდა მოხდეს და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
161
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 481 მუხლი