გადაწყვეტილება №26165/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 06.02.2026
№ დოკუმენტი 26165/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26165/2/2025

06 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 13.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26165/2/2025).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის №002-131 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23711 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 181 828,67 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 114 922,32

დღგ - (- 8 123,68)

საშემოსავლო გადასახადი - 123 046

ჯარიმა - 62 208,6

საურავი - 4 697,75

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2025 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 4.02.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის №002-131 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23711 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე. მომჩივნის მიერ წარმოდგენილია 27.01.2026 წლის №26521/2/2026 განცხადება, სადაც განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაბეგრილ იქნა მომწოდებლისთვის გადახდილი საქონლის ღირებულება, რომელიც ავანსს წარმოდგენდა. 29.12.2025 წლის გადაწყვეტილებით დარიცხვა მოხსნილია, მომჩივნის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და დავა შეწყვეტილია. ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2025 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 4.02.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის №002-131 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23711 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ა).