ბრძანება N 27150
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27150
03 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----) (მის.: --------)
2023 წლის 3 სექტემბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) 2023 წლის 3 სექტემბრის №83388/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 აგვისტოს №006-415 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან საწარმოს დამფუძნებლები და დირექტორი არიან არარეზიდენტი პირები, კერძოდ ------ის მოქალაქეები, ბანკების მიერ არ განხორციელდა კომპანიისთვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშების გახსნა, შესაბამისად, საბანკო გადარიცხვის გზით ვერც რეალიზაციის თანხები ჩაირიცხებოდა და ვერც შესყიდვის თანხები გადაირიცხებოდა. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ ყველა კრედიტორული დავალიანება დაფარულია და ამის დამადასტურებლად წარმოადგინა ცხვრის მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტები, რომელიც სრულად აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 08 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით (დანართი №8) განსაზღვრულ მოთხოვნებს. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში არსად არ ფიქსირდება, რომ შედარების აქტი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, რომ კრედიტორისთვის თანხა არ არის გადახდილი არის აუდიტის დეპარტამენტის მხარეს. მიუთითებს, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად დასკვნაში რაიმე არგუმენტი მოყვანილი არ არის. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას, დარიცხული გადასახადის და სანქციის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ ----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 17 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 აგვისტოს №006-415 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე ექსპორტზე გაყვანილი ცხვრების თვითღირებულების განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ არსებობს.
საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტული საქონლის ღირებულების არარეზიდენტისთვის გადახდის დასადასტურებლად დავების ეტაპზე წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის (ურთიერთშედარების აქტი) გათვალისწინებით. შემოწმებით, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების არასათანადო წესით დამოწმებიდან გამომდინარე, სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე ექსპორტზე გაყვანილი ცხვრების თვითღირებულების განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, თუმცა ურთიერთშედარების აქტის არასათანადო წესით დამოწმებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას, დარიცხული გადასახადის და სანქციის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოება
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10711 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. №10711 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 17 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 აგვისტოს №006-415 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21).
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8)