ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2018 წლის 6 ივნისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.
ე) (ამოღებულია - 28.02.2022, №4);
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 7 000 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 6 000 ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 01.03.2022წ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივნისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
მუხლი 3
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 დეკემბრის №42 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/12/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.113.016249).
ბ) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 14/02/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016135).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით დარჩია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე