N 203 - 08/04/2011 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 08.04.2011
№ დოკუმენტი 203
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №203

2011 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 681 მუხლი:

მუხლი 681. უცხოელი ტურისტებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდებისას დღგ-სგან განთავისუფლება ჩათვლის უფლებით

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან განთავისუფლებულია ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიერ გაწეული მომსახურება გამოყენებულ იქნება საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურებისათვის.

მაგალითი:

საქართველოს საწარმო (ტუროპერატორი) ტურისტულ პაკეტს აწვდის საქართველოში ორგანიზებულად შემოყვანილ უცხოელ ტურისტებს. პაკეტი შედგება საქართველოში და სომხეთში შეძენილი ტურისტული მომსახურებისგან. ამასთან, სომხეთში შეძენილი ტურისტული მომსახურება სომხეთის ტერიტორიაზევე მიეწოდება უცხოელ ტურისტებს.

შედეგი:

დეკლარაციაში დღგ-ის ჩათვლის უფლებით ტუროპერატორს შეუძლია ასახოს უცხოელი ტურისტებისათვის გაწეული მომსახურების სრული საკომპენსაციო თანხა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კ. ბაინდურაშვილი