N 5015 - 28/02/2022 - „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 28.02.2022
№ დოკუმენტი 5015
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №5015

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის N 33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის N 33619 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 20 მარტიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

დანართი №1

 

მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურების სახეები

 

მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურებებია:

ა) ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაციის/ვადის გაგრძელების მოთხოვნა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ცნობის მოთხოვნა;

გ) საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მოთხოვნა;

დ) გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების/ანგარიშების შესახებ ცნობის მოთხოვნა;

ე) ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნების (გარდა ფიზიკური პირებისა) მოთხოვნის რეგისტრაცია;

ვ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა;

ზ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დამქირავებლის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა;

თ) გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილ საქონელზე ან/და მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მოთხოვნის რეგისტრაცია;

ი) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადების რეგისტრაცია;

კ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნის რეგისტრაცია;

ლ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მიღების მოთხოვნის რეგისტრაცია;

მ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაცია.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე