ბრძანება N 28718

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.12.2025
№ დოკუმენტი 28718
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28718

29 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 31 ოქტომბრის №172322/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №024-67 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

მომჩივანი ითხოვს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმებას, შესაბამისად, დარიცხული დღგ-ის და სანქციის მოხსნას. მიუთითებს საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილ გარემოებაზე და აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 სექტემბრის №19667 ბრძანების საფუძველზე ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 11 ივლისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), ინფორმაციის ურთიერთშეჯერება-შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ზემოხსენებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს, წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

 

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 სექტემბრის №19667 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2025 წლის 7 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე ი/მ ------- (ს/ნ -------) შეუმცირდა სულ 79 947 ლარი, მათ შორის გადასახადი 53 291 ლარი და ჯარიმა 26 656 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლა/გამოკვლევის შედეგად მოხდა დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ტრანზაქციის საკომპენსაციო თანხის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესწავლის შედეგად, საშუალოდ 1 ტრანზაქციაზე საკომპენსაციო თანხამ შეადგინა 100 აშშ დოლარი და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს შეუმცირდა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 ამასთან, შემოწმებას დავალებული ჰქონდა ბინების გაქირავებიდან და სამარშუტო ხაზიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ------- გაქირავებული ბინიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი შედარების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ყოველთვიურად გადამხდელი ქირის სახით იღებდა 250 ლარს. ასევე, შემოწმებამ გაითვალისწინა სამარშუტო ხაზთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც მიეთითა, რომ გადამხდელი თვის განმავლობაში საჩუქრის სახით იღებდა 150 ლარს. რაც შეეხება ქალაქ მოსკოვში არსებული ბინის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალს, აღნიშნული საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის შემოსავლებში გადაანგარიშების ეტაპზე. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომლითაც მომჩივანი ითხოვს დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმებას ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში