გადაწყვეტილება №22771/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 03.07.2024
№ დოკუმენტი 22771/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 22771/2/2024

03 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------4.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22771/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2024 წლის №081-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5066 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 267 680.5 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 164 752

დღგ - 1 170 217

მიწა - არასასოფლო - 871

მოგების გადასახადი - 18 631

საშემოსავლო გადასახადი - 970 949

ქონების გადასახადი - 4 084

ჯარიმა - 1 185 559

საურავი - 917 369.5

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32884 ბრძანება და ამავე თარიღის №081-309 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 8.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 21.12.2023 წლის №20862/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6872) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 25.12.2023 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოიცა 15.01.2024 წლის №357 ბრძანება და ამავე თარიღის №081-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 30.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.03.2024 წლის №5066 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №32863-21-04 წერილით წარმოდგენილ და გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5066 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 14.03.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 3.04.2024 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 4.04.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

საჩივარში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე მომჩივნის წარმომადგენელს აღნიშნულზე მიეწოდა ინფორმაცია, რომელმაც განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო დაგვიანდა გასაჩივრების ვადა, ამასთან მისივე განმარტებით სადავო აქტები გასაჩივრებულია სასამართლოში, შემოწმების შედეგად გამოცემულ, ასევე სადავო აქტებთან ერთად.

მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32884 ბრძანება და ამავე თარიღის №081-309 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს

გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 301(ე);305(1):299(10);