გადაწყვეტილება №24287/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24287/2/2024
26 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 14.11.2024 წელს (№188817/01 და №188827/01) რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №24287/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.08.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №18892 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №149-8 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23140 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 17 866.46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 11 333
მიწა - არასასოფლო - 92
მიწის გადასახადი (სასოფლო) - 168
საშემოსავლო გადასახადი - 11 073
ჯარიმა - 3 486
საურავი - 3 047.46
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №10987 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
- საგამოძიებო სამსახურის და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი სესხის სანაცვლოდ ახდენდა უზრუნველყოფის საგანზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, სესხის დაფარვის შემთხვევაში უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების მფლობელს (სესხის ამღებს) ან სხვა პირს. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სესხის ამღები პოულობს მესამე პირს, რომელზეც ხდება ქონების გასხვისება/რეალიზაცია და შემდეგ ანგარიშსწორება სესხის ამღებსა და სესხის გამცემ (მომჩივანს) შორის. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად მომჩივანი ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა შესაბამისი გადასახადებით. მის მიერ აღნიშნული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის. 2020 წლის მარტში ფიქსირდება 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი, საგადასახადო შემოწმებით მოხდა უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- მომჩივანს წარდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. შემოწმების შედეგად მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67 065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 24.11.2023 წლის №28919 ბრძანება და ამავე თარიღის №149- 13 საგადასახადო მოთხოვნა.
ასევე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ 3.11.2023 წელს გამოცემულია №149- 895 საგადასახადო მოთხოვნა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები 2023 წლის 25 დეკემბერს და 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.01.2024 წლის №864 ბრძანებით საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის №149-13 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №864 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 13.06.2024 წლის №22642/2/2024 (რეგ. 9.07.2024წ. 03/52453) გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №864 ბრძანება, საჩივარი პირველ (საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვა) და მე-2 (ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება) დავის საგნების ნაწილში დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვასთან) დაკავშირებით, კერძოდ, ---------- განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან (ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერებასთან) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფიზიკური პირის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 13.08.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა გადაანგარიშებით სულ შემცირდა 20 479 ლარით, გადასახადი 13 652 ლარით და ჯარიმა 6 826 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №18892 ბრძანება და ამავე თარიღის №149-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 20 სექტემბერს, 2 ოქტომბერს და 3 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.10.2024 წლის №23140 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“ . ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და საჩივრის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ---------- განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ხოლო ---------- საქმე განუხილველი დატოვა.
30.12.2021 წელს გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება ---------- (პ/ნ ----------) 5 000 აშშ დოლარზე, 5%-იანი სარგებლით. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ---------- (მისამართი ----------, დაზუსტებული ფართობი 1 876 კვ.მ) გამოსყიდვის პირობით. ---------- წინასწარ მისცა 2022 წლის იანვრის თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი. საპროცენტო შემოსავალმა იმ დღის კურსით შეადგინა 774 ლარი (250 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის კურსით 3,0961).
გარიგების შემდეგ უცხოეთში მყოფი ---------- დაუკავშირდა და სთხოვა აღნიშნული ქონება გაეფორმებინა მისი შვილისთვის, ----------. 21.06.2022 წელს ---------- გაუფორმა აღნიშნული ქონება, გადასცა ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი 5 თვის (1 250 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის კურსით 2,9340) 3 668 ლარი. ჯამში საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 4 442 ლარი (774 + 3668), საგადასახდო შემოწმებით კი სესხით მიღებული შემოსავალი დაუდგინდა 21 805 ლარი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს არსებული საქმე უნდა განეხილათ მისი მონაწილეობით და შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება, რაც არ გაუკეთებიათ. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩამორთმეული ჩვენებიდან, ---------- მიერ მიცემული ჩვენება, თვალნათლივ ადასტურებს მის მიერ აღწერილ არგუმენტებს (იხილეთ მოწმის გამოკითხვის ოქმი).
კიდევ ერთი საკითხი წლიური ქონების გადასახადთან დაკავშირებით.
მისი შემოსავლები წლების მიხედვით 2020; 2021; 2022 წლებში ნამდვილად არ აღემატებოდა 40 000 ლარს. შემოწმების შედეგად 2020 წელს დარიცხული გადასახადი და ჯარიმა გაუქმდა, ხოლო განუხილველი დარჩა 2021-2022 წლების ქონების გადასახადი. თუ სამართლიანად იქნება განხილული ---------- საქმე, ისევე, როგორც ---------- საქმე, აღნიშნულ წლებში გაუქმდება შეფარდებული ჯარიმები.
წარმოადგენს წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებს წლების მიხედვით და ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციებს (აღნიშნული საჩივარს არ ერთვის).
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებული არგუმენტი საკმარისია იმისთვის,რომ არ იქნა საქმე ბოლომდე შესწავლილი. ითხოვს შესწავლილ იქნეს ყველა სადავო საკითხი, რომელიც დეტალურად აღწერა საჩივარში.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 , 53-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად სადავო აქტები არის ბათილი, შესაბამისად ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვასთან) დაკავშირებით, კერძოდ, ---------- განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან (ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერებასთან) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფიზიკური პირის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.08.2024 წლის დასკვნით:
- აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტაცია. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება). აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად მოხდა ოპერაციის შინაარსის შეცვლა, საგადასახადო შემოწმების აქტით მიჩნეული ქონების რეალიზაცია, დაკვალიფიცირდა სესხად, ამდენად, 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი შემცირებულია ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლით და გაზრდილია ერთი თვის პროცენტის თანხით 712 ლარით.
- ვინაიდან, გადაანგარიშების შედეგად 2020 წელს მიღებული შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატებოდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.
მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა ---------- ეპიზოდი, ასევე 2021-2022 წლების ქონების გადასახადი და მიაჩნია, რომ თუ სამართლიანად იქნება განხილული ---------- საქმე ისევე, როგორც ---------- საქმე, აღნიშნულ ნაწილში გაუქმდება დარიცხვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.08.2024 წლის დასკვნით: - აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტაცია. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება). აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად მოხდა ოპერაციის შინაარსის შეცვლა, საგადასახადო შემოწმების აქტით მიჩნეული ქონების რეალიზაცია, დაკვალიფიცირდა სესხად, ამდენად, 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი შემცირებულია ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლით და გაზრდილია ერთი თვის პროცენტის თანხით 712 ლარით. - ვინაიდან, გადაანგარიშების შედეგად 2020 წელს მიღებული შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატებოდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა ფიზ. პირის ეპიზოდი, ასევე 2021-2022 წლების ქონების გადასახადი და მიაჩნია, რომ თუ სამართლიანად იქნება განხილული ფიზიკური პირის საქმე ისევე, როგორც მეორე ფიზიკური პირის საქმე საქმე, აღნიშნულ ნაწილში გაუქმდება დარიცხვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).