ბრძანება N 21338

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 21338
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21338

01 ოქტომბერი 2025

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

(ფაქტ. მის.: "-------")

2025 წლის 29 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა ი/მ "--------" (ს/ნ "--------" ) 2025 წლის 29 აგვისტოს №97754/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივლისის №081-204 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში საიდუმლოების საფუძვლით მითითებული არ არის ინფორმაცია და, შესაბამისად, გადამხდელს არ აქვს გადამოწმების შესაძლებლობა, შემოწმებული გადამხდელებიდან კონკრეტული გადამხდელის ფასნამატი (61%) რა კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი მიუთითებდა აუდირებული 30%-იანი ფასნამატის გამოყენებას, ხოლო შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის არგუმენტაცია გაითვალისწინა, დაუსაბუთებელია აუდიტის დეპარტამენტის მიერ 61%-იანი ფასნამატის გამოყენება. ამასთან, დასკვნაში არ არის მოცემული 61%-იანი ფასნამატის გამოყენებისა და შესადარისობის დასაბუთება და განმარტება. მომჩივანი ითხოვს გადაანგარიშების შედეგების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3375 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------" ) 2022 წლის 16, 30 აგვისტოს, 2023 წლის 20 აპრილის და 2024 წლის 11 იანვრის საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3375 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 26 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა ჯამში 141 983 ლარით, კერძოდ, გადასახადი 94 668 ლარით, ჯარიმა 47 315 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 23 ივლისის №081-204 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდირებული ფასნამატები სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 61%. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა/შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ოდენობა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდირებული ფასნამატები სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 61%. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.მომჩივანი ითხოვს გადაანგარიშების შედეგების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდირებული ფასნამატები სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 61%. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა/შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ოდენობა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).