ბრძანება N 276
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 276
17 იანვარი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 21 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 21 დეკემბრის №93430/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №149-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა აღსრულებული, მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მითითებული სავალდებულო გამოკვლევები არ იქნა ჩატარებული, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულებით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების ნაწილში, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფორმალურად აღნიშნა, რომ საკითხი შეისწავლა დამატებით და კვლავ მომჩივანს გადააკისრა დასაბუთების ვალდებულება, ამასთან, წარდგენილ იქნა სასამართლო საქმის მასალები სრულად, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც შესყიდვის აქტების რიგ შემთხვევებზე ვერ დგინდება ხელმოწერის გაყალბება, რიგ შემთხვევებზე კი ექსპერტიზის თანახმად გაცემულია სავარაუდო დასკვნა, შესაბამისად, სადაც არ იქნა დადგენილი სიყალბე, შემოწმება ვალდებული იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად ხარჯებში ჩაეთვალა შესყიდვისთვის გადახდილი თანხა, მათ შორის, სავარაუდო დასკვნის შემთხვევაშიც, ვინაიდან ეჭვი და ვარაუდი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას გადამხდელის საწინააღმდეგოდ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, მასში აღნიშნული მითითებების და ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვის და სარგებლის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 19 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 218 624 ლარი, მათ შორის, გადასახადი 157 358 ლარი, ჯარიმა 61 266 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ნოემბრის №149-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, მასში და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ერთობლივი შემოსავლიდან სრულად იქნა გამოქვითული იმ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს ჯართის ჩაბარების ფაქტი, აღნიშნულის შესაბამისად გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი 21 889 ლარით. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 4 925 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 283 ლარით და ჯარიმა 1 642 ლარი.
● შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2024 წლის 19 ნოემბერს შედგენილი დასკვნის საფუძველზე დაკორექტირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვის და სარგებლის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, სულ 213 697 ლარი, მათ შორის გადასახადი 154 073 ლარი და ჯარიმა 59 624 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, ერთობლივი შემოსავლიდან სრულად იქნა გამოქვითული იმ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს ჯართის ჩაბარების ფაქტი, აღნიშნულის შესაბამისად გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი და შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები, ასევე დაკორექტირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვის და სარგებლის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა აღსრულებული.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6527 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, მასში და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ერთობლივი შემოსავლიდან სრულად იქნა გამოქვითული იმ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს ჯართის ჩაბარების ფაქტი, აღნიშნულის შესაბამისად გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები შემცირდა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2024 წლის 19 ნოემბერს შედგენილი დასკვნის საფუძველზე დაკორექტირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხად განხილვის და სარგებლის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)