ბრძანება N 27256
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27256
06 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -----ის (პ/ნ -----)
(მის.:-----)
2023 წლის 7 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა ფ/პ ------ის (პ/ნ ------) 2023 წლის 7 აგვისტოს №134845/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 აგვისტოს №002-176 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე, შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ -----ის (პ/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ფ/პ -------ის (პ/ნ -------) საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
2. ფ/პ -------ის (პ/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი 06 ნოემბერი 2023 N 27256 მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 24 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 5 400 ლარი, მათ შორის: გადასახადი 3 600 ლარი, ჯარიმა 1 800 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 1 აგვისტოს №002-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადამხდელმა 2023 წლის 30 ივნისს წარმოადგინა შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს 1987 წელს გაცემული საპენსიო მოწმობა №516300-5 მხედველობითი ინვალიდობის პირველი ჯგუფის უვადო პერიოდით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის (ს/ნ -------) 2002 წლიდან წევრობის ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 23 ივნისის ცნობა. მოქალაქე ------ (პ/ნ ------) სახელმწიფო გასაცემლების ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემებით 2023 წლის ივნისის თვის მდგომარეობით იღებს სოციალურ პაკეტს 340 ლარის ოდენობით, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 7 ივლისის ცნობა ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემით, 1987 წლის 17 თებერვლიდან იღებს სოციალური პაკეტით განსაზღვრულ სახელმწიფო გასაცემელს, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, უვადოდ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემოწმების მიერ შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -------ის (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 24 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 1 აგვისტოს №002-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(2„ბ“); 304( 21).