N 4332-IIს - 22/02/2019 - „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშს და მისი გამოყენების პირობებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,22 თებერვალი 2019 წ.
N4332-IIს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე