ბრძანება N 24063
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24063
13 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 15 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბრის და 7 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №116 და №119) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 15 ოქტომბრის №92353/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №001-174 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არარეზიდენტ მომწოდებელ „-------“-ისათვის ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის შპს „-------“ უკან დაბრუნება. გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ვინაიდან, გადაანგარიშების შედეგების მიხედვით აქტით დარიცხული გადასახადების შემცირება არ იკვეთება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 ივლისის №17273 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტ მომწოდებელ, „-------“-ისათვის, ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის შპს „-------“ უკან დაბრუნება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 ივლისის №17273 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 11 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მოგების გადასახადის ნაწილში 2022 წლის 15 თებერვლის სავადო თარიღით დარიცხული 70 888 ლარი და დაერიცხა 70 888 ლარი 2022 წლის 15 ივლისის სავადო თარიღით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 სექტემბრის №001-174 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, 2022 წლის იანვრის თვეში შემცირებას დაექვემდებარა „-------“-ისათვის გადახდილ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა. ამავე დროს 2022 წლის ივნისის თვეში „-------“-ის მიერ უკან დაბრუნებულ თანხაზე გაანგარიშებული ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა დაექვემდებარა აღდგენას, რამაც ასევე გამოიწვია დარიცხვა. 2022 წლის ივნისის თვეში ჩათვლილი მოგების გადასახადის მიუხედავად, შემოწმებით განხორციელებულია მოგების გადასახადის დარიცხვა. შესაბამისად გაიზარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის თანხა, რომელიც შემცირებული იყო ჩათვლილი მოგების გადასახადიდან გამომდინარე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ 2022 წლის იანვრის თვეში შემცირებას დაექვემდებარა „-------“-ისათვის გადახდილ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა. ამავე, დროს 2022 წლის ივნისის თვეში „-------“-ის მიერ უკან დაბრუნებულ თანხაზე გაანგარიშებული ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა დაექვემდებარა აღდგენას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე, საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაანგარიშების მეთოდი მისთვის გაუგებარია და ითხოვა აუდიტორთან საკითხის გავლა. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საკითხის განხილვა გადაიდო ერთი კვირით და მომჩივნის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა ერთი კვირის ვადაში აუდიტორთან ერთად გაევლო სადავო საკითხი და დამატებითი შენიშვნების არსებობის შემთხვევაში წარმოედგინა დაზუსტებული პოზიცია. ამასთან, მომჩივანს დამატებითი პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
არარეზიდენტი მომწოდებელისთვის ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 ივლისის №17273 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, 2022 წლის იანვრის თვეში შემცირებას დაექვემდებარა არარეზიდენტისათვის გადახდილ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი და დარიცხული ჯარიმა. ამავე დროს 2022 წლის ივნისის თვეში არარეზიდენტის მიერ უკან დაბრუნებულ თანხაზე გაანგარიშებული ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა დაექვემდებარა აღდგენას, რამაც ასევე გამოიწვია დარიცხვა. 2022 წლის ივნისის თვეში ჩათვლილი მოგების გადასახადის მიუხედავად, შემოწმებით განხორციელებულია მოგების გადასახადის დარიცხვა. შესაბამისად გაიზარდა დარიცხული ჯარიმის თანხა, რომელიც შემცირებული იყო ჩათვლილი მოგების გადასახადიდან გამომდინარე.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)