N 260 - 17/07/2023 - „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №260
2023 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/02/2020, 300160070.10.003.021794) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − მანქანა-დანადგარების შესახებ“ X დანართით განსაზღვრული მანქანა-დანადგარების ნუსხის მე-7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690785407075 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„7.
სხვა
სარბენი ბილიკი
9506 91 900 00
სტაციონარული საფარეხე საწეველები (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამწეები)
8425 41 000 00
მანქანები მოსაღუნი, ნაწიბურსაღუნი, საწრფევებელი (წნეხების ჩათვლით):
ციფრული პროგრამული მართვით
8462 21
მანქანები მოსაღუნი, ნაწიბურსაღუნი, საწრფევებელი (წნეხების ჩათვლით): დანარჩენი
8462 29
სამრეწველო, კომერციული და ავტოფარეხების კარები და კარიბჭეები (ელექტროკარები და კარიბჭეები)
7308 30 000 00
საბაგირო სამგზავრო და სატვირთო გზები, სათხილამურო საწეველები; საწევი მექანიზმები ფუნიკულიორებისათვის
8428 60 000 00
ესკალატორები და საქვეითო მოძრავი ბილიკები
8428 40 000 00
ფხვნილების საფრქვევებლები და მანაწილებლები, ტრაქტორებზე ან ამ ტრაქტორებით ბუქსირზიდვისათვის დასაყენებელი
8424 49 100 00
პორტატული გამაფრქვევლები
8424 41 000 00“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე