თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოებისას თაბაშირის ქვის ნედლეულის თერმული დამუშავებისას საწარმოო დანაკარგი
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 12500
30 დეკემბერი 2011
თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოებისას თაბაშირის ქვის ნედლეულის თერმული დამუშავებისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ
,,ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის N 845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ" ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოებისას, თაბაშირის ქვის ნედლეულის თერმული დამუშავების საწარმოო დანაკარგი (დეჰიდრატაცია) განისაზღვროს 11%-ს ოდენობით.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯამბულ ებანოიძე
სამსახურის უფროსი