გადაწყვეტილება №21659/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.04.2024
№ დოკუმენტი 21659/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21659/2/2023

22 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 20.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21659/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანების აღსრულების შედეგები - დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის №001-250 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31112 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 56 053.12 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 47 338

დღგ - 18 080

მოგების გადასახადი - 22 016

საშემოსავლო გადასახადი - 6 238

ქონების გადასახადი - 1 004

ჯარიმა - 100

საურავი - 8 615.12

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.11.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

საწარმოს დამფუძნებელმა 27.10.2022 წელს მოითხოვა კომპანიის ლიკვიდაცია. გადასახადის გადამხდელის სახელზე ფიქსირდებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ. "-------","-------",არასაცხოვრებელი ფართი 80.40 კვ.მ და სარდაფი 80.40 კვ.მ. კომპანიის 26.10.2022 წლის კრების ოქმის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ფართი გატანილია საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა 100%-იან წილის მქონე დამფუძნებლის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით.

საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალება, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩაითვალა საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით. საბაზრო ფასი განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, რამაც შეადგინა 176 000 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად კომპანიას დაერიცხა დღგ. შემოწმების შედეგად აღნიშნული ოპერაცია (რეალიზებულად ჩათვლილი ძირითადი საშუალებები) განხილულია არაფულადი ფორმით განხორციელებულ მოგების განაწილებად და საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით. გადამხდელმა საწარმოს ლიკვიდაციის გამოცხადების დროს არ წარადგინა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაცია, რაზეც დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი, თვეების პროპორციულად.

ამასთან, გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა სალიკვიდაციო დეკლარაცია. საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევისთვის მომჩივანი დაჯარიმდა ამავე კოდექსის 291-ე მუხლით, 100 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32484 ბრძანება და ამავე თარიღის №001-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 23.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.09.2023 წლის №20122/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 25.10.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადის თანხა შემცირდა სულ 22 708 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2023 წლის №27592 ბრძანება და 10.11.2023 წლის №001-250 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 27.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.12.2023 წლის №31112 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი გადასახადის გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველად წარდგენილი საჩივრით არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის ლიკვიდაცია განხორციელდა 27.10.2022 წელს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით გატანილ იქნა კომპანიიდან, შემოწმების შედეგად აღნიშნული ოპერაცია განხილული იქნა არაფულადი ფორმით განხორცილებულ მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების, საშემოსავლო გადასახადებით და დღგ-ით. შემოწმების შედეგად გამოცემულ სადავო საგადასახადო მოთხოვნაში საურავის თანხა შეადგენდა 1 435.82 ლარს. მას შემდეგ კომპანიის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაკორექტირდა პირვანდელი დარიცხული თანხები, რასაც დასჭირდა დრო შესაბამისი დოკუმენტების მოძიებას და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაიზარდა საურავის თანხა.

ითხოვს მოეხსნას საურავი და მიეცეს შესაძლებლობა გადაიხადოს გადასახადის თანხა და ჯარიმა. ამასთან, გადასახადის თანხიდან უკვე გადახდილია 43 830 ლარი, საჩივარს ახლავს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2023 წლის დასკვნით, 23.10.2023 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზეც მოხდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი ითხოვს მოეხსნას საურავი და მიეცეს შესაძლებლობა გადაიხადოს გადასახადის თანხა და ჯარიმა. ამასთან, გადასახადის თანხიდან უკვე გადახდილია 43 830 ლარი, საჩივარს ახლავს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ითხოვს მოეხსნას საურავი და მიეცეს შესაძლებლობა გადაიხადოს გადასახადის თანხა და ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.11.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საწარმოს დამფუძნებელმა 27.10.2022 წელს მოითხოვა კომპანიის ლიკვიდაცია. გადამხდელის სახელზე ფიქსირდებოდა უძრავი ქონება,ზემოაღნიშნული ფართი გატანილია საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა 100%-იან წილის მქონე დამფუძნებლის სახელზე.

საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალება, ჩაითვალა საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით.

საბაზრო ფასი განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, რამაც შეადგინა 176 000 ლარი. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად კომპანიას დაერიცხა დღგ. შემოწმების შედეგად აღნიშნული ოპერაცია განხილულია არაფულადი ფორმით განხორციელებულ მოგების განაწილებად,რაც დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.გადამხდელმა საწარმოს ლიკვიდაციის გამოცხადების დროს არ წარადგინა ქონების გადასახადის დეკლარაცია, რაზეც დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი, თვეების პროპორციულად. ამასთან, გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა სალიკვიდაციო დეკლარაცია. საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევისთვის მომჩივანი დაჯარიმდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

160.