გადაწყვეტილება №23637/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 30.12.2024
№ დოკუმენტი 23637/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23637/2/2024

30 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 2.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23637/2/2024).

 

დავის საგანი:

მოგების გადასახადის 15 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5228 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

1 127 161,84 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 686 950

ჯარიმა - 343 475

საურავი - 96 736,84

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა სისტემურ-ელექტრონული აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.07.2020 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5228 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.04.2024 წლის №22748/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა 2.08.2024 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი, რომლითაც ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №33076 ბრძანება, 26.12.2023 წლის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5228 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №16740 ბრძანება და 16.07.2024 წლის №006-376 საგადასახადო მოთხოვნა. საჩივარი 5.08.2024 წლის №75324-03 წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №006-376 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების 11.03.2024 წლის №5228 ბრძანება. საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5228 ბრძანება მომჩივნის მიერ 1.04.2024 წელს გასაჩივრდა (საჩივარი №22748/2/2024) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებულია 18.07.2024 წლის №22748/2/2024 გადაწყვეტილება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე. ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მოგების გადასახადის 15 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა სისტემურ-ელექტრონული აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.07.2020 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 1,ზ.