ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-90 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-90
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 93-ე მუხლის პირველი პუნქტის; საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის თანახმად,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:
ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს, ხოლო საქმიანობისათვის სპორტის დარგში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 და 93.13) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), მიწისზედა ელექტროტრანსპორტითა და საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,001%-ს 2028 წლის 1 იანვრამდე;
ბ) არარეზიდენტი საწარმოსთვის–საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, მის ბალანზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული (მათ შორის იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს;
გ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისთვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტს;
დ) ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის), იახტების (კატარღების) შვეულმფრენების, თვითმფრინავების და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილების, არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
დ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;
დ.ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და/ან მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის დადგენილება №18-68 - ვებგვერდი, 21.07.2015წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მარტის დადგენილება №6-21 - ვებგვერდი, 22.03.16 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №33-95 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №35-120 - ვებგვერდი, 03.01.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №49-94 - ვებგვერდი, 26.11.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №3-3 - ვებგვერდი, 22.12.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №35-108 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №6-19 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ ჰექტარზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგნაირად: გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი მრავლდება შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე, ამასთან:
ა) გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით;
ბ) კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა განისაზღვრება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბერის №16-41 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების -რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების აღწერის“ და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბერის №16-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიული ერთეულების-უბნების საზღვრების აღწერის“ საფუძველზე;
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.
5. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე (გარდა მრავალბინიანი სახლებისა) მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი;
გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი (გარდა იმ ავტოფარეხებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის).
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილი წესით წარდგენა.
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილება;
7 1 . (ამოღებულია)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მარტის დადგენილება №6-21 - ვებგვერდი, 22.03.16 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №35-120 - ვებგვერდი, 03.01.2019 წ.
72. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის სპორტის დარგში, (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 და 93.13) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), მიწისზედა ელექტროტრანსპორტითა და საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (0,001%) გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზეც.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №49-94 - ვებგვერდი, 26.11.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №3-3 - ვებგვერდი, 22.12.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №35-108 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №6-19 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
8. დადგენილება ძალაშია ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
გიორგი ალიბეგაშვილი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დანართი №1
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში
ა) სათიბების და საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული):
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1703835844276 {width:495.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }განაკვეთი (ლარი/ჰა)
სათიბები
საძოვრები
20
16
ბ) სახნავისთვის (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1703835873798 {null margin: 0 auto !important; }დასახელება
განაკვეთი (ლარი/ჰა)
1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა))
100
2. თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი
95
3. თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება
82
დანართი №2
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე (ლარებში)
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1703835889827 {null margin: 0 auto !important; }№
ზონა
ტერიტორიული კოეფიციენტი
1 კვ.მ მიწის წლიური განაკვეთი
1.
მთაწმინდის რაიონის „ვერა“ და „მთაწმინდა, სოლოლაკის“ უბნები გარდა „მთაწმინდა, სოლოლაკის“ უბნის საზღვრებში მოქცეული იმ ტერიტორიისა, რომელიც „იწყება კოჯრის გზატკეცილიდან, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს ოქროყანის განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”. შემდეგ უხვევს მარცხნივ და მიუყვება ,,მთაწმინდა, სოლოლაკის" უბნის საზღვარს საწყის წერტილამდე
1.5
0.36
2.
„მთაწმინდა, სოლოლაკის“ უბნის საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, რომელიც „იწყება კოჯრის გზატკეცილიდან, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს ოქროყანის განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”. შემდეგ უხვევს მარცხნივ და მიუყვება ,,მთაწმინდა, სოლოლაკის" უბნის საზღვარს საწყის წერტილამდე“
1.0
0.24
3.
მთაწმინდის რაიონის „კიკეთი, კოჯორი“ და „წავკისი, შინდისი, ტაბახმელას“ უბნები
1.0
0.24
4.
ვაკის რაიონის „ვაკე, ბაგების“ უბანი
1.5
0.36
5.
ვაკის რაიონის „ნუცუბიძის მიკრორაიონები“ და „ვაჟა-ფშაველას კვარტლების“ უბნები
1.3
0.31
6.
ვაკის რაიონის „წყნეთის“ უბანი
1.0
0.24
7.
საბურთალოს რაიონის „დიღომი, ვაშლიჯვარის“ უბანი
1.15
0.28
8.
საბურთალოს რაიონის „ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალო“ და „კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის“ უბნები
1.3
0.31
9.
დიდუბის რაიონი
1.3
0.31
10.
ჩუღურეთის რაიონის „ზემო ჩუღურეთის“ უბანი
1.1
0.26
11.
ჩუღურეთის რაიონის „ქვემო ჩუღურეთის“ უბანი
1.5
0.36
12.
ნაძალადევის რაიონი
1.1
0.26
13.
გლდანის რაიონი
1.1
0.26
14.
სამგორის რაიონი
1.1
0.26
15.
ისნის რაიონი
1.2
0.29
16.
კრწანისის რაიონი
1.2
0.29
შენიშვნა: წლიური განაკვეთის ოდენობა მრგვალდება მეასედამდე.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე