ბრძანება N 23367

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.11.2024
№ დოკუმენტი 23367
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23367

01 ნოემბერი 2024

ბრძანება

შპს „------ -ის ” (ს/ნ "-------")

(მის.:"-------")

2024 წლის 23 და 27 აგვისტოს საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბრის და 11 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები: №104; №110) განიხილა შპს „-------- -ის” (ს/ნ "-------") №141786/21 და №143363/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 ივლისის №006-370 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

● არ ეთანხმება გაწეული მომსახურებისთვის არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ არარეზიდენტი კომპანია იყო შუამავალი, რომელიც ეხმარებოდა გადამხდელს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია და პოულობდა შემსყიდველ კომპანიებს.

● არ ეთანხმება უცხოური კომპანიებისგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ პროდუქციის შეძენა ხდებოდა ირანიდან, ხოლო რეალიზაცია ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოში შემოსავლის გარეშე. მომჩივანი განმარტავს, რომ მათ მიერ წარმოდგენილ იქნა ყველა იმ კომპანიის წერილობითი დასტური, რომლებიც ახორციელებდნენ საქონლის შეძენას. აღნიშნული ადასტურებს, რომ მათ სრულად მიაწოდეს ის საქონელი, რომლის ღირებულებაც ანაზღაურებული აქვთ. განცხადებაში მითითებული იყო ყველა ინვოისის ნომერი, ხოლო იმპორტის დეკლარაციებთან დაკავშირებით გადამხდელი მიუთითებს, რომ მათი მიღება ვერ მოახერხეს, რადგან თავად არ იყვნენ დეკლარანტები. მომჩვანი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უცხო ქვეყნის საბაჟო სამსახურიდან გამოითხოვოს ნებისიერი ინფორმაცია, მათ შორის ბულგარეთის საბაჟო სამსახურიდან. გადამხდელი მიუთითებს, რომ ირანული კომპანიისგან წარმოდგენილი არის საბაჟო დეკლარაციები, ინვოისები, პროფორმა ინვოისები, ცნობა გამყიდველისაგან ანაზღაურების მიღების თაობაზე. აცხადებს, რომ დამატებით წარმოადგენს განცხადებაში მოხსენიებულ ყველა ინვოისს 58 ფაილის სახით, რომელიც მანამდეც იყო წარმოდგენილი.

ამასთან, ცნობაშიც, რომლითაც დადასტურებულია თანხის მიღება, მითითებულია შემდეგი ტექსტი: ,,წინამდებარით ვადასტურებთ, რომ მივიღეთ შპს ,,--------"-ისგან თანხა 2 772 389.12 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ნაღდი ანგარიშსწორებით, ნარჩენების პლასტიკური ბორბლებიანი კონტეინერთან დაკავშირებით ბალანსის ყველა ინვოისის შესაბამისად (58 ფაილი)". გადამხდელი აღნიშნავს, რომ წერილში საერთოდ არ არის დაკონკრეტებული კონტეინერების ტევადობა. ამასთან, ინვოისში მითითებულია ყველა ტევადობის და ზომის კონტეინერები, რომელთა რეალიზაციაც მოხდა. გადამხდელი მიუთითებს, რომ დანართის სახით წარმოადგენს ელექტრონულ დისკზე ჩაწერილ ყველა ინვოისს და ირანული კომპანიის წერილში მოხსენიებულ 58 ფაილს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6031 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №006-93 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 10 აპრილის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „-------- -ის ” (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6031 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 28 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 ივლისის №006-370 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საწარმოს მიერ 2024 წლის 16 და 23 აპრილს აუდიტის დეპარტამენტში გამოგზავნილ განცხადებებს (წერ:------- და N -------) ახლავს რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ნოტარიული სახით დამოწმებული თარგმანი არაორიგინალი დოკუმენტებიდან (10 კომპანიის სახელით ,,განცხადება მიღებული საქონლის შესახებ“), არ ახლავს იმპორტის დეკლარაციები და მათი თანმდევი დოკუმენტაცია, ასევე, განცხადებებში დაფიქსირებული ინვოისის ნომრები არ შეესაბამება დავის მიმდინარეობის პროცესში შემოწმების აქტზე თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარზე ელექტრონული სახით დართული ინვოისების ნომრებს. რაც შეეხება, შეძენასთან დაკავშირებით წარმოდგენილ დოკუმენტს (ირანული კომპანიის ,"-------""-სგან ,,გადახდის ქვითარი“), ნოტარიული სახით დამოწმებულ თარგმანში მითითებულია შემდეგი: ,,წინამდებარით ვადასტურებთ, რომ მივიღეთ შპს ,,---------“- ისაგან ს/ნ "-------"თანხა 2,772,389.12 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ნაღდი ანგარიშსწორებით, ნარჩენების პლასტიკური ბორბლებიანი 1100 ლიტრიან კონტეინერთან დაკავშირებით ბალანსის ყველა ინვოისის შესაბამისად (58 ფაილი)“. დავის მიმდინარეობის წინა ეტაპზე წარმოდგენილ მასალებში ფიქსირდება სხვა ტევადობის კონტეინერებიც, ამასთან, მასალებს არ ერთვის განცხადებაში მოხსენიებული 58 ფაილი)..

როგორც ზემოთაა აღნიშნული, საწარმოს მიერ დავის ამ ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითთითებულ საკითხებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია. წარმოდგენილი მასალების ანალიზით კი ამ ეტაპზეც ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე მუხლის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში

– მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის განმარტებაზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტი კომპანია იყო შუამავალი, რომელიც ეხმარებოდა გადამხდელს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია და პოულობდა საქონლის შემსყიდველ კომპანიებს. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ პროდუქციის შეძენა ხდებოდა ირანიდან კომპანია ,,--------“-სგან, ხოლო რეალიზაცია ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში (საბერძნეთი, ბულგარეთი, რუსეთი) საქართველოში შემოსვლის გარეშე. მომჩივანი აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგენს საჭირო დოკუმენტაციას, რაც სრულად დაადასტურებს ოპერაციის მიმდინარეობას ტვირთის შეძენიდან მის რეალიზაციამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები დამოწმებული სათანადო წესით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------” (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები დამოწმებული სათანადო წესით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

● არ ეთანხმება გაწეული მომსახურებისთვის არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

● არ ეთანხმება უცხოური კომპანიებისგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6031 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 28 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 ივლისის №006-370 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები დამოწმებული სათანადო წესით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

982,161,171.