გადაწყვეტილება №25385/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 11.08.2025
№ დოკუმენტი 25385/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25385/2/2025

11 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 27.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25385/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33948 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2025 წლის №036-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9458 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 291 654.41 ლარი.

მათ შორის:

ბუნებრ. რესურს. სარგებლ. მოსაკრ. - 387

გადასახადი - 127 107

დღგ - 57 212

ქონების (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) გადასახადი - 579

საშემოსავლო გადასახადი - 56 205

ქონების გადასახადი - 13 111

ჯარიმა - 94 736

საურავი - 118 469.41

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.07.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2020 წლის №39462 ბრძანება და №036-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2021 წლის №8991 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 104 729 ლარით, მათ შორის გადასახადი 70 022 ლარით, ხოლო ჯარიმა 34 707 ლარით., რაზეც მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №7922 ბრძანება და №036-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13848 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 27.10.2023 წლის №20341/2/2023 გადაწყვეტილებით:

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13848 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33948 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 7.03.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 88 542 ლარით, მათ შორის გადასახადი 59 302 ლარით, ხოლო ჯარიმა 29 240 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2025 წლის №4094 ბრძანება და №036-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9458 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 1.05.2025 წელს, ვინაიდან საწარმოს დირექტორი ------- ავად იყო და მისი მონაწილეობა დავის განხილვისას აუცილებელი იყო, მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით. საჩივრის განხილვა ნამდვილად გადაიდო და სადავო ბრძანება გამოიცა 2025 წლის 14 მაისს. აღნიშნული ბრძანება, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9458 ბრძანება შესაბამის გვერდზე გახსნა არაუფლებამოსილმა პირმა, რის თაობაზეც რაიმე შეტყობინება კომპანიის დირექტორს არ მიუღია, როგორც მოგვიანებით შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციისას გაირკვა შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9458 ბრძანება არაუფლებამოსილ პირს უნახავს 17.05.2025 წელს და გასაჩივრების ვადა გავიდა 17.06.2025 წელს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის დირექტორი ------- იმყოფებოდა ავად, ომის ვეტერანია და ბრძოლებში აქვს მიღებული დაზიანებები და პერიოდულად ძლიერი ტკივილების გამო ვერ ახერხებს დოკუმენტების წარმოებას და საჭირო კომუნიკაციას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოითხოვს გასაჩივრების ვადის 1 კვირით გაშვება მიჩნეულ იქნას საპატიოდ, საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში და ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები. ამასთან, მომჩივანმა ელექტრონული ფორმით 4.07.2025 წელს წარმოადგინა №25421/2/2025 საჩივარი, სადაც წარმოადგენს შინაარსობრივ არგუმენტებს გადაანგარიშების შედეგების არამართლზომიერების შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9458 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 17 მაისს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 6 ივნისი. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 27 ივნისს.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9458 ბრძანება შესაბამის გვერდზე გახსნა არაუფლებამოსილმა პირმა, რის თაობაზეც რაიმე შეტყობინება კომპანიის დირექტორს არ მიუღია, ამასთან, აღნიშნული 14.05.2025 წლის №9458 ბრძანება არაუფლებამოსილ პირს უნახავს 17.05.2025 წელს და გასაჩივრების ვადა გავიდა 17.06.2025 წელს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის დირექტორი ------- იმყოფებოდა ავად, ომის ვეტერანია და ბრძოლებში აქვს მიღებული დაზიანებები და პერიოდულად ძლიერი ტკივილების გამო ვერ ახერხებს დოკუმენტების წარმოებას და საჭირო კომუნიკაციას, აღნიშნულის შესახებ წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ 25.06.2025 წელს გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს და კვლევის შედეგებს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოითხოვს გასაჩივრების ვადის 1 კვირით გაშვება მიჩნეულ იქნას საპატიოდ და საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ე.წ. ელექტრონულ პორტალზე კომუნიკაციის შემთხვევაში მომჩივანი სარგებლობს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებითა და პაროლით, რომელიც უნიკალურია და ცნობილია მხოლოდ მისთვის. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის უფლებაა განსაზღვროს აღნიშნული სახელწოდებითა და პაროლით მოსარგებლე უფლებამოსილი პირების წრე და უზრუნველყოს პორტალის არასანქცირებული გამოყენებისაგან დაცვა. ეს მისი რისკია და აღნიშნული მას არ ათავისუფლებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებებისაგან.

მომჩივნის არგუმენტი, რომ სადავო აქტს (შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9458 ბრძანება) ელექტრონულ გვერდზე გაეცნო არაუფლებამოსილი თუ შესაბამისი კომპეტენციის/კვალიფიკაციის არ მქონე პირი, საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.

მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, ხოლო, მის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები და კვლევის შედეგები ვერ ჩაითვლება იმ მტკიცებულებად, რომ საჩივრის ვადის დაცვით წარდგენა მათ შორის ელექტრონული ფორმით იყო შეუძლებელი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33948 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9458 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 17 მაისს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 6 ივნისი. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 27 ივნისს.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, ხოლო, მის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები და კვლევის შედეგები ვერ ჩაითვლება იმ მტკიცებულებად, რომ საჩივრის ვადის დაცვით წარდგენა მათ შორის ელექტრონული ფორმით იყო შეუძლებელი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე)