ბრძანება N 10885
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10885
16.05.2023
უცხოური ორგანიზაცია „---------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------------)
2023 წლის 19 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია უცხოური ორგანიზაცია „----------“ (ს/ნ --------) №19454/2/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №000- 611 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 6 აპრილის №011-2254/1 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი N51).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7087 ბრძანების აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით და ითხოვს ჯარიმის მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7087 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უცხოური ორგანიზაცია „----------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7087 ბრძანების და 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, უცხოური ორგანიზაცია „---------“ (ს/ნ -------) უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის N011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან N011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის (23.02.2023წ), ასევე დეკლარაციის წარდგენის სსკ-ით გათვალისწინებულ (31.03.2022წ) და N7087 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების (03.04.2023წ) თარიღებში პირადი აღრიცხვის ბარათზე პირს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7087 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უცხოური ორგანიზაცია „----------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7087 ბრძანების აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, უცხოური ორგანიზაციას უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის N011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან N011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის (23.02.2023წ), ასევე დეკლარაციის წარდგენის სსკ-ით გათვალისწინებულ (31.03.2022წ) და N7087 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების (03.04.2023წ) თარიღებში პირადი აღრიცხვის ბარათზე პირს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).