ბრძანება N 1206

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 30.01.2023
№ დოკუმენტი 1206
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1206

30.01.2023

შპს „-------“ (ს/ნ ------------)

(მის.: --------------------- )

2023 წლის 18 და 24 იანვრის საჩივრების

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) იმსჯელა შპს „-------“(ს/ნ ------------) 2023 წლის 18 იანვრის №78162/1/2023 და 24 იანვრის №78429/1/2023 საჩივრებზე,შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №039-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

გადასახადის გადამხდელი 2023 წლის 18 იანვარს წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ჯარიმა- საურავების შემცირებას, ხოლო სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული საჩივარი, რომელშიც გასაჩივრებულ დოკუმენტად მითითებულ იქნა 2021 წლის 28 მაისის №039-12 საგადასახადო მოთხოვნა.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „-------“ (ს/ნ ------------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №039-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 25 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 აგვისტოს № 27433 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს,თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულიგადაწყვეტილება,საქართველოსსაგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „----“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 18 და 24 იანვრის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №039-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------“ (ს/ნ ------------) საჩივრები დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.