ბრძანება N 14983

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.07.2026
№ დოკუმენტი 14983
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14983

02 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 19 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა ი/მ ---- (ს/ნ ------) №102972/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 18 ივნისის ID:----- გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დღგის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. აცხადებს, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე 2026 წლის 5 ივნისიდან დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, თუმცა, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ არასწორად დაითვალა შემოსავლები. კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის გამოწერა ხდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებისას, რამაც შემოსავლების გაორმაგება გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ 2025 წლის დეკემბრიდან გაგზავნილი ყველა დეკლარაცია შეიცავდა არასწორ მონაცემებს, რადგან მათში ასახული შემოსავალი აღემატებოდა რეალურად მიღებულს. აცხადებს, რომ ამჟამად წინა პერიოდის ყველა დეკლარაცია დაზუსტებულია და აღნიშნული მონაცემების მიხედვით მაისის თვის ჩათვლით პერიოდამდე გადამხდელის მიერ ჯამურად მიღებული შემოსავალი არ აღემატება 67 729 ლარს. ითხოვს დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ ი/მ ----- (ს/ნ ------) შემოსავლების სამსახურს 2026 წლის 14 ივნისს მიმართა განცხადებით (ID:------) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ, სავალდებულო რეგისტრაციის პირობით და რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღად მიუთითა 2026 წლის 5 ივნისი. შესაბამისად, ----- (ს/ნ ------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე სავალდებულო წესით. ხოლო 2026 წლის 17 ივნისს გადამხდელმა წარმოადგინა განცხადება (ID:-----) ,,დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ”, სადაც რეგისტრაციის გაუქმების მიზეზში არჩეული იყო შემდეგი პირობა: სსკ-ის 1651 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი). აღნიშნულ მოთხოვნაზე მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 18 ივნისის (ID:-----) გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებაზე, ვინაიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა სავალდებულო წესით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირს შეუძლია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამასთან, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ პირი ნებაყოფლობით გატარდა რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად და რეგისტრაციის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03), დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანხამად, მე-6 პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არ დასტურდება პირის მიერ ანგარიშ-ფაქტურის გატანის/გამოწერის ფაქტი;

ბ) პირს არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაცია (გარდა იმ დეკლარაციისა, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია) და არ გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი (მათ შორის, დღგ-ისგან გათავისუფლებული) ოპერაცია/ოპერაციები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მომჩივანი დღგის გადამხდელად დარეგისტრირდა 2026 წლის 5 ივნისის თარიღიდან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირობა - სავალდებულო. პირმა რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მომსახურების დეპარტამენტს მიმართა 2026 წლის 17 ივნისს, სადაც რეგისტრაციის გაუქმების მიზეზში არჩეული იყო შემდეგი პირობა: სსკ-ის 1651 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი). გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა სავალდებულო წესით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 2026 წლის 17 ივნისის მდგომარეობით გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია სავალდებულო რეგისტრაციის პირობით, ასევე, მას განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები რეგისტრაციის თარიღიდან რეგისტრაციის გაუქმების მომართვის პერიოდში (კერძოდ, გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლოსალარო აპარატზე ფიქსირდება შემოსავალი 2026 წლის 5 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით 4 930.79 ლარის ოდენობით). ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, რომელთა მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----- (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დღგის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ი/მ-მა წარადგინა განცხადება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემდგომში, ი/მ-მა წარადგინა ახალი განცხადება აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ი/მ-ს უარი ეთქვა რეგისტრაციის გაუქმებაზე იმ საფუძვლით, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელებული იყო სავალდებულო წესით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:1651;