ბრძანება N 9257
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9257
08 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 9 და 10 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა ი/მ ----ის (ს/ნ ---) 2025 წლის 9 აპრილის №95008/1/2025 და 10 აპრილის №95030/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მარტის №047-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ 2024 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში შემცირებული გადასახადი შეადგენს 1 169,15 ლარს, ნაცვლად 12 458 ლარისა. შედეგად, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას/ცვლილებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 თებერვლის №2142 და 25 თებერვლის №3364 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურების და და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ივნისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის, ასევე 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 13 მარტის №4260 ბრძანება და ამავე თარიღის №047-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 37 957 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 548 ლარი, ჯარიმა 12 274 ლარი და საურავი 1 135 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ ---ის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება (მანქანადანადგარების შეკეთება, ფანჩატურისა და საბავშვო პარკის მოწყობის სამუშაოები და სხვა). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/მონაცემებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ 2024 წლის ივნისისა და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა----, ეა---, ეა---) არ არის მიბმული დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებზე და არ არის დღგით დაბეგრილი, ხოლო 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში სსიპ ----ს მუნიციპალიტეტისთვის შესრულებულია საბავშვო პარკისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები (C----), რომელიც ასევე არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაწილის თანახმად, დღგით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ 2024 წლის ივნისისა და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის მიბმული დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებზე და არ არის დღგ-ით დაბეგრილი, ხოლო 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში სსიპ ---ს მუნიციპალიტეტისთვის შესრულებულია საბავშვო პარკისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ასევე არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების მიერ პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე და არც ზეპირ განხილვაზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ --- ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ლევან წითელაშვილი სამსახურის უფროსის მოადგილ
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება (მანქანადანადგარების შეკეთება, ფანჩატურისა და საბავშვო პარკის მოწყობის სამუშაოები და სხვა). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/მონაცემებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ 2024 წლის ივნისისა და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის მიბმული დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებზე და არ არის დღგით დაბეგრილი, ხოლო 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტისთვის შესრულებულია საბავშვო პარკისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ასევე არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 180.