ბრძანება N 2929

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.02.2026
№ დოკუმენტი N 2929
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2929

11 თებერვალი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.: „-------“)

2026 წლის 12 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „------“ (ს/ნ„------“) 2026 წლის 12 იანვრის №99905/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №071-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა დოკუმენტაცია, კერძოდ, დღგ-ის ჩათვლების შესახებ ინფორმაცია, ასევე, ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები, რაც გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში, თუმცა შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინების საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №15893 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 19 მაისისა და 26 ივნისის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №15893 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2025 წლის 10 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 23 ოქტომბრის №071-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად შემოწმებამ სცადა შესყიდვის აქტებში მითითებულ პიროვნებებთან დაკავშირება, მათ ნაწილს საერთოდ ვერ დაუკავშირდა, ხოლო ვისაც დაუკავშირდა, მათგან ვერ მიიღო საკმარისი ინფორმაცია შეძენილი პროდუქციის წარმოშობის თაობაზე. კერძოდ, შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებოდათ რეალიზებული საქონლის შეძენა. ამასთან, მათი ეკონომიკური საქმიანობა არ იყო სამშენებლო-სამონტაჟო მასალებით ვაჭრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მოითხოვა ფიზიკურ პირებს მოეწოდებინათ რეალიზებული პროდუქციის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მათგან აღნიშნული ინფორმაცია ვერ მიიღო. შესაბამისად, შემოწმებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები არ დაექვემდებარა დამატებით ხარჯებში გათვალისწინებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 29 იანვარს, 13:30 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სრულად გაეთვალისწინებინა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა ვინაიდან შესყიდვის აქტებში მითითებულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებოდათ რეალიზებული საქონლის შეძენა. ამასთან, მათი ეკონომიკური საქმიანობა არ იყო სამშენებლო-სამონტაჟო მასალებით ვაჭრობა. ასევე, შემოწმებამ ვერ მიიღო საკმარისი ინფორმაცია რეალიზებული პროდუქციის წარმომავლობის თაობაზე, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

 ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინების საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები.შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებოდათ რეალიზებული საქონლის შეძენა. ამასთან, მათი ეკონომიკური საქმიანობა არ იყო სამშენებლო-სამონტაჟო მასალებით ვაჭრობა. შემოწმებამ მოითხოვა ფიზიკურ პირებს მოეწოდებინათ რეალიზებული პროდუქციის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მათგან აღნიშნული ინფორმაცია ვერ მიიღო. შესაბამისად, შემოწმებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები არ დაექვემდებარა დამატებით ხარჯებში გათვალისწინებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).