სტაჟიორის შესახებ ინფორმაციის ასახვა დაქირავებულ პირთა რეესტრში N 2551
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სტაჟიორის შესახებ ინფორმაციის ასახვა დაქირავებულ პირთა რეესტრში N 2551
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს დასაქმებული ყავს სტაჟიორი.
· ვარიანტი I: სტაჟიორი სამუშაოს ასრულებს ანაზღაურების სანაცვლოდ.
· ვარიანტი II: სტაჟიორი სამუშაოს ასრულებს ანაზღაურების გარეშე.
· საწარმო სტაჟიორს არ განიხილავს დაქირავებულ თანამშრომლად და არ ასახა ინფორმაცია დაქირავებულ პირთა რეესტრში.
შეფასება
· სსკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის "ა" პუნქტის, მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად
- დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით
- დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად
- ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური
- სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
- საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ - საქართველოს შრომის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად
· ვარიანტი I: იმის გათვალისწინებით, რომ სტაჟიორი სამუშაოს ასრულებს ანაზღაურების სანაცვლოდ, დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოების მიზნებისათვის განიხილება დაქირავებულ თანამშრომლად
· ვარიანტი II: იმის გათვალისწინებით, რომ სტაჟიორი სამუშაოს ასრულებს ანაზღაურების გარეშე, დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოების მიზნებისათვის არ განიხილება დაქირავებულ თანამშრომლად
ღონისძიებები
· ვარიანტი I: საწარმოს დაჯარიმდება სსკ-ის 2885-ე მუხლის მიხედვთ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო
· ვარიანტი II: საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება