ბრძანება N 23173
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23173
30 ოქტომბერი 2024
ბრძანება
შპს „------ - ის“ (ს/ნ "-------")
(მის.:"--------")
2024 წლის 17 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №115) განიხილა შპს „------- -ის“ (ს/ნ "--------") 2024 წლის 17 ოქტომბრის №92412/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის №002-182 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ფასნამატი არასწორად არის დარიცხული, რასთან დაკავშირებითაც უმოკლეს ვადაში წარმოადგენს სრულ დოკუმენტაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №17712 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- -ის“ (ს/ნ "--------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------- - ის“ (ს/ნ "--------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №17712 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 10 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 28 086 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 288 ლარი, ჯარიმა 8 798 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 სექტემბრის №002-182 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლა/ანალიზი, შედეგად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი და მის მიერ დაბეგრილი დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი დაბეგრილი ჰქონდა 50%-იანი ფასნამატით, ხოლო შემოწმებით განხორციელდა ფასნამატის კორექტირება (გაზრდა), კერძოდ, გამოყენებულ იქნა საგადასახადო შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატი 100%. ზემოაღნიშნულის შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, რის საფუძველზეც შემცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხა და შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი დანაკლისის ფასნამატებით გამოწვეული სხვაობით გაიზარდა ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში. ამასთან, ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, მათ შორის სესხებიც, აღნიშნულ ნაწილში დასკვნის ფარგლებში კორექტირება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი და მის მიერ დაბეგრილი დანაკლისი, გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი დაბეგრილი ჰქონდა 50%-იანი ფასნამატით, ხოლო შემოწმებით განხორციელდა ფასნამატის კორექტირება (გაზრდა), კერძოდ, გამოყენებულ იქნა საგადასახადო შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატი 100%. ზემოაღნიშნულის შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, რის საფუძველზეც შემცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხა და შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი, ამასთან, დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი დანაკლისის ფასნამატებით გამოწვეული სხვაობით გაიზარდა ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში. ამასთან, ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, მათ შორის სესხებიც, აღნიშნულ ნაწილში დასკვნის ფარგლებში კორექტირება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ფასნამატი არასწორად არის დარიცხული, რასთან დაკავშირებითაც უმოკლეს ვადაში წარმოადგენს სრულ დოკუმენტაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების ეტაპზე, განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლა/ანალიზი, შედეგად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი და მის მიერ დაბეგრილი დანაკლისი. გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი დაბეგრილი ჰქონდა 50%-იანი ფასნამატით, ხოლო შემოწმებით განხორციელდა ფასნამატის კორექტირება , კერძოდ, გამოყენებულ იქნა საგადასახადო შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატი 100%.დაკორექტირდა აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, რის საფუძველზეც შემცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხა და შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი დანაკლისის ფასნამატებით გამოწვეული სხვაობით გაიზარდა ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში. ამასთან, ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, მათ შორის სესხებიც, აღნიშნულ ნაწილში დასკვნის ფარგლებში კორექტირება არ განხორციელდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21)