ბრძანება N 9458
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9458
14 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 8 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 8 აპრილის №95004/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 მარტის №036-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი ითხოვს ე.წ. „განკარგვადი შემოსავლების“ და დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან საშემოსავლო გადასახადის სწორად გაანგარიშებას. განმარტავს, რომ მის მიერ სრულყოფილად განხორციელდა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენა (მ.შ. ფინანსური ინსტიტუტებიდან), თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა სრულყოფილად არ შეისწავლა კომპანიის შემოსავლების, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებიდან და ფიზიკური პირებისაგან მიღებული სესხების რაოდენობასა და ფაქტიურად გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის საკითხი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33948 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-2, მე-3, და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33948 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 7 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 88 542 ლარი, მათ შორის: გადასახადი 59 302 ლარი, ჯარიმა 29 240 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 11 მარტის №036-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33948 ბრძანებით პირველი საკითხი, მოგების გადასახადით დაბეგრილი ღვინის ჭურების შესაძენად გადახდილი თანხა უკვე დაექვემდებარა შემცირებას შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №8991 ბრძანების საფუძველზე შედგენილი 2023 წლის 5 აპრილის დასკვნით.
● შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33948 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნა-რეკომენდაცია. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკალმახე მეურნეობაში 2024 წლის ივნისის მდგომარეობით კალმახის რაოდენობა შეადგენს 28 739 ცალს, რომლის ცოცხალი მასა მინიმალური შეადგენს 244 გრამს, ხოლო მაქსილამური 450 გრამია, რაც დაბალი მაჩვენებელია ამ ასაკის თევზისთვის. დასკვნის საფუძველზე საკალმახე მეურნეობის საქმიანობის ფარგლებში, ლიფსიტის გამოზრდასა და შემდგომში თევზის რეალიზაციასთან დაკავშირებული არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შემოსავალი დაექვემდებარა შემცირებას. გადასახდის გადამხდელის მხრიდან 2024 წლის დეკემბერში ასევე წარმოდგენილია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნა ერთეული თევზის დღიური ულუფის გაანგარიშება 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული ხარჯები (ლიფსიტების კვების, ზრდის ტემპისა და სხვა პრაქტიკული გათვლების გამოყენებით გასაწევი ხარჯის ოდენობა), ექსპერტის დასკვნის შესაბამისად დადგინდა 4 წლის განმავლობაში ერთ პირობით კალმახზე, რაც დამატებით გათვალისწინებულია ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას. თევზის რეალიზაციის შემცირების, კვების ხარჯის გაზრდის გათვალისწინებით შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი.
ასევე გადამხდელის განმარტებით დაკლული ცხოველების რაოდენობა უნდა დათვლილიყო სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით. აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №8991 ბრძანების საფუძველზე უკვე შემცირებულია 2023 წლის 5 აპრილის დასკვნით.
● საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია შპს ,,-------“-ზე (ს/ნ -------) რამდენი ჰექტარი იყო გამოყოფილი 2017-2020 წლებში უშუალოდ ტყეკაფისთვის (მ.შ. რა მოცულობის მიწის ნაკვეთს ფლობდა პირი ფაქტობრივად). მიღებული ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით ათვისებული მიწის ფართობი შეადგენს 62.4 ჰექტარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას წინა გადაანგარიშების დასკვნით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საკუთარი-წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა, რის საფუძველზე გაანგარიშდა ქონების გადასახადი. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №8991 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის დასკვნით უკვე დაექვემდებარა შემცირებას.
● შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33948 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა. ქონების შეფასების დასკვნის საფუძველზე დადგინდა გახარჯული მასალების მოცულობა. შესაბამისად, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა რეალიზაციაში გათვალისწინებული ის სამშენებლო მასალები, რომლებიც გაიხარჯა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების საწარმოებლად დღგ-ის ნაწილში. აღნიშნული საკითხის თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებულია ამ დასკვნის მეორე საკითხის გაანგარიშების ცხრილში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2025 წლის 1 მაისს 14:40 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნა-რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც საკალმახე მეურნეობის საქმიანობის ფარგლებში, ლიფსიტის გამოზრდასა და შემდგომში თევზის რეალიზაციასთან დაკავშირებული არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, წარდგენილ იქნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნა ერთეული თევზის დღიური ულუფის გაანგარიშების შესახებ, რაც დამატებით გათვალისწინებულია ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას. ამდენად, თევზის რეალიზაციის შემცირების, კვების ხარჯის გაზრდის გათვალისწინებით შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი.
აგრეთვე, გადამხდელის მიერ წარდგენილი საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნის საფუძველზე დადგინდა გახარჯული მასალების მოცულობა და აღნიშნულის შესაბამისად, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა რეალიზაციაში გათვალისწინებული ის სამშენებლო მასალები, რომლებიც გაიხარჯა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების საწარმოებლად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2020 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებით გადასახდელი დავალიანების ნაწილში გათვალისწინებულ იქნა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული და გადასახდელი სესხის მოცულობა. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ ასევე წარდგენილ იქნა სესხის ხელშეკრულებები დირექტორის სახელზე გაცემული. საგადასახადო შემოწმების მიერ დასკვნის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულად საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში დამატებით არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს ე.წ. „განკარგვადი შემოსავლების“ და დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან საშემოსავლო გადასახადის სწორად გაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33948 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33948 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 7 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 88 542 ლარი, მათ შორის: გადასახადი 59 302 ლარი, ჯარიმა 29 240 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 11 მარტის №036-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)