გადაწყვეტილება №25076/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.05.2025
№ დოკუმენტი 25076/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25076/2/2025

08 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ს 16.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25076/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24517 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6284 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 105 255.97 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 51 950

ჯარიმა - 25 975

საურავი - 27 330.97

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2024 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 19 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს სალაროს ანგარიშიდან (1110) კომპანიის დამფუძნებელზე გაცემული აქვს თანხა შინაარსით კაპიტალის შემცირება. შემოწმებით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, საბუღალტრო მონაცემები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. სალაროდან (1110) გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

ამასთან, შესამოწმებელი პერიოდში გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ანაზღაურებული აქვს მომსახურების ღირებულება არარეგისტრირებული ფიზიკური პირისათვის და არ აქვს დაკავებული გადახდის წყაროსთან. აღნიშნული დაექვემდებარა კორექტირებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №22001 ბრძანება და №028-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არასრულად იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებები. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შემოწმების მიერ ეჭვქვეშ დადგა არა 2020 წლის საწყის პერიოდში საწარმოს დამფუძნებლის მიერ შენატანის საჭიროება, არამედ შესამოწმებელი პერიოდის, კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრისთვის არსებული კაპიტალის ნაშთი. აღნიშნული საკითხზე შედგა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან და მოთხოვნილ იქნა სრული პერიოდის (დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე) საბუღალტრო ჩანაწერები, რითიც შესაძლებელი გახდებოდა დადგენილიყო 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთის მიზნობრიობა, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ, მხოლოდ დაფუძნების დღიდან, 2020 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდზე განხორციელდა ინფორმაციის წარდგენა. ამასთან, წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად კვლავ ვერ დადასტურდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის საჭიროება. კერძოდ, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული საწყისი ნაშთების (სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების) გათვალისწინებით განხორციელდა შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების შეპირისპირება, რის შედეგადაც შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს 1 100 458 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდეგ, წარდგენილია დაფუძნების დღიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით არაელექტრონული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ძირითადად მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებზე. აღნიშული ხარჯი ჯამურად შეადგენს 331 305 ლარს. საგადასახადო შემოწმებით, ამ ხარჯის გათვალისწინების შემთხვევაშიც, ვერ დგინდება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთის (200 000 ლარი) საჭიროება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, ითხოვს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილ და შემდგომ პერიოდებში უკან დაბრუნებულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირებას.

განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალი, რომელიც შეტანილი იქნა დამფუძნებლის მიერ 2020 წლის დასაწყისში. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ, გაკეთდა შექმნის დღიდან 2020 წლის I კვარტლის ჩათვლით პერიოდის ანალიზი და წარდგენილი იქნა ბუღალტრული ამონაწერები. წარდგენილი იქნა სრულად შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება, რომ საწარმოს არა მარტო გააჩნდა, არამედ მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალის არსებობა. საწარმო შეიქმნა 2019 წლის 27 ივნისს, 2019 წელს შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 82 250 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 53 000 ლარი. 2020 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 435 732 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 232 400 ლარი. გაწეული ხარჯის დაფინანსება განხორციელდა საწესდებო კაპიტალში, 2020 წლის 24 იანვარს, დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხით (200 000 ლარი). შემმოწმებელმა, ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, მოითხოვა ხანდაზმული პერიოდის სრული დოკუმენტაციის წარდგენა მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელი ეჭქვეშ აყენებდა მხოლოდ საწყისი საწესდებო კაპიტალის საჭიროებას და არსებობას. მისთვის გაუგებარია რატომ უსვამს ხაზს შემმოწმებელი იმ გარემოებას, რომ წარდგენილი ხარჯის „ძირითადი ნაწილი არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურებები“. შემოწმებულ პერიოდშიც საკმაოდ დიდი ხარჯი იყო გაწეული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, თუმცა ამ კუთხით არანაირი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემმოწმებელს ასევე არ აქვს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 2020 წლის დასაწყისში დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა დაბრუნდა მომდევნო 2021 წელს, როგორც კი საკმარისი თანხა გააჩნდა სალაროში.

2024 წლის 28 ოქტომბრის №92564/1/2024 საჩივარში ამტკიცებდა, რომ საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე „საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალი, რომელიც შეტანილი იქნა დამფუძნებლის მიერ 2020 წლის დასაწყისში.“ აღნიშნულთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთდა საწყისი პერიოდის, კერძოდ, შექმნის დღიდან 2020 წლის I კვარტლის ჩათვლით პერიოდის, ანალიზი და წარდგენილი იქნა ბუღალტრული ამონაწერები.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც წარდგენილი იქნა სრულად და რითიც დასტურდება საწარმოს ფუნქციონირებისათვის საწყისი კაპიტალის აუცილებლობა. კერძოდ, საწარმო შეიქმნა 2019 წლის 27 ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2020 წლის 31 იანვრიდან. 2019 წელს შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 82 250 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 53 000 ლარი. 2020 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 435 732 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 232 400 ლარი. გაწეული ხარჯის დაფინანსება მოხდა საწესდებო კაპიტალში, 2020 წლის 24 იანვარს, დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხით (200 000 ლარი).

გაუგებარია, რატომ უსვამს შემმოწმებელი და შემდეგ შემოსავლების სამსახური ხაზს იმ გარემოებას, რომ „ვერ დადასტურდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის ნაშთის საჭიროება“. ამის საჭიროება 2021 წლის იანვრისთვის არც დამდგარა, კაპიტალის არსებობის საჭიროება დადგა საქმიანობის დასაწყისში 2020 წლის I კვარტალში, რაც წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ისევე, როგორც მისი შეტანა საწარმოში დამფუძნებლის მიერ, ხოლო 2021 წლის 1 იანვარს ნაშთად ფიქსირდება 2020 წლის პირველ კვარტალში კაპიტალში შეტანილი თანხები. ანუ, მისი დაბრუნება არ მომხდარა 2020 წელს და მისი დაბრუნება საწარმომ დაიწყო 2021 წელს, როგორც კი გაჩნდა საკმარისი თანხა იმისთვის, რომ დამფუძნებლის შენატანის დაბრუნებით საწარმოს ნორმალური ფუნქციონერებისთვის ხელი არ შეშლოდა.

ამ მოსაზრების გამო ჩათვალა, რომ შემმოწმებლის მიერ მთელი ხანდაზმული პერიოდის დოკუმენტაციის მოთხოვნა გაუგებრობა იყო და მას კავშირი არ ჰქონდა 2020 წლის პირველ კვარტალში საწარმოს კაპიტალში განხორციელებულ შენატანზე, რომელიც ნაშთად ირიცხება 2021 წლის 1 იანვარს, რაც დადასტურდა წარდგენილი მტკიცებულებებით.

ამავე მოსაზრებით მოხდა გადაანგარიშების გასაჩივრება შემოსავლების სამსახურში, თუმცა განხილვა ჩატარდა მათი მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილებაც მიღებული იქნა მათი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე.

ზემო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია იგივეა და თვლის, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ საწარმოს არა მარტო გააჩნდა, არამედ მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალის არსებობა. მტკიცებულებები წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში და დადასტურდა საწარმოში კაპიტალის არსებობა საქმიანობის საწყის ეტაპზე 2020 წლის I კვარტალში. თვითონ ის გარემოება, რომ 2021 წლის 1 იანვარს საწარმოს ნაშთად ერიცხება 2020 წლის 1 კვარტალში კაპიტალში შეტანილი თანხა მიუთითებს იმაზე, რომ იმავე წელს, 2020 წელს არ მომხდარა კაპიტალის შემცირება.

მიუხედავად ამისა, თუ დავების განმხილველი ორგანო აუცილებლად მიიჩნევს, გამოხატავს მზადყოფნას (მზადყოფნა გამოხატული იყო შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაშიც) სრულად წარადგინოს ხანდაზმული პერიოდის დოკუმენტაცია. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, ითხოვს გათვალისწინებული იქნეს, რომ საკმაოდ დიდია არაელექტრონული დოკუმენტების მოცულობა, ვინაიდან, სამუშაოები ძირითადად ტარდება რეგიონებში და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ხდება ადგილობრივი სპეციალისტების დაქირავება, რომლებთანაც ინდივიდუალურად ხდება ხელშეკრულებების გაფორმება.

ხანდაზმული პერიოდის ხელშეკრულებების სისტემაში მოყვანა, დასკანერება და გადაგზავნა დაკავშირებულია არც თუ ისე მცირე ფინანსურ და დროის რესურსის ხარჯვასთან. ამიტომ, ითხოვს ზემოთ მოყვანილი არგუმენტების, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, კაპიტალის შემცირების გამო, შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების შემცირება, ვინაიდან დამატებით თანხების დარიცხვის არანაირი საფუძვლები არ არსებობს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არასრულად იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებები. კერძოდ, წარდგენილი იქნა მხოლოდ 2020 წლის აპრილის თვემდე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (ძირითადი ნაწილი არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურებები). აღნიშნული დოკუმენტები შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა და კვლავ ვერ დადასტურდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის ნაშთის საჭიროება. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო საკითხზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ შემოწმების მიერ ეჭვქვეშ დადგა არა 2020 წლის საწყის პერიოდში კომპანიის დამფუძნებლის მიერ შენატანის საჭიროება, არამედ შესამოწმებელი პერიოდის, კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრისთვის არსებული კაპიტალის ნაშთი. აღნიშნული საკითხზე შედგა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან და მოთხოვნილი იქნა სრული პერიოდის (დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე) საბუღალტრო ჩანაწერები, რითიც შესაძლებელი გახდებოდა დადგენილიყო 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთის მიზნობრიობა, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ, მხოლოდ დაფუძნების დღიდან, 2020 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდზე განხორციელდა ინფორმაციის წარდგენა. ამასთან, წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, კვლავ ვერ დადასტურდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის საჭიროება. კერძოდ, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული საწყისი ნაშთების (სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების) გათვალისწინებით განხორციელდა შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების შეპირისპირება, რის შედეგადაც შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს 1 100 458 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდეგ, წარდგენილი იქნა დაფუძნების დღიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით არაელექტრონული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ძირითადად მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებზე. აღნიშული ხარჯი ჯამურად შეადგენს 331 305 ლარს. საგადასახადო შემოწმებით ამ ხარჯის გათვალისწინების შემთხვევაშიც ვერ დგინდება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთის (200 000 ლარი) საჭიროება.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალი, რომელიც შეტანილი იქნა დამფუძნებლის მიერ 2020 წლის დასაწყისში. წარდგენილი იქნა სრულად შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება, რომ არა მარტო გააჩნდა, არამედ საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალის არსებობა. საწარმო შეიქმნა 2019 წლის 27 ივნისს, 2019 წელს შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 82 250 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 53 000 ლარი. 2020 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 435 732 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 232 400 ლარი. გაწეული ხარჯის დაფინანსება განხორციელდა საწესდებო კაპიტალში, 2020 წლის 24 იანვარს, დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხით (200 000 ლარი). შემმოწმებელმა, ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, მოითხოვა ხანდაზმული პერიოდის სრული დოკუმენტაციის წარდგენა მიუხედავად იმისა, რომ ეჭქვეშ აყენებდა მხოლოდ საწყისი საწესდებო კაპიტალის საჭიროებას და არსებობას. გაუგებრად მიიჩნევს, რატომ უსვამს შემმოწმებელი და შემდეგ შემოსავლების სამსახური ხაზს გარემოებას, რომ „ვერ დადასტურდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის ნაშთის საჭიროება“. აღნიშნულის საჭიროება 2021 წლის იანვრისთვის არც დამდგარა, კაპიტალის არსებობის საჭიროება დადგა საქმიანობის დასაწყისში 2020 წლის I კვარტალში, რაც წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ისევე, როგორც მისი შეტანა საწარმოში დამფუძნებლის მიერ, ხოლო 2021 წლის 1 იანვარს ნაშთად ფიქსირდება 2020 წლის პირველ კვარტალში კაპიტალში შეტანილი თანხები. ანუ, მისი დაბრუნება არ მომხდარა 2020 წელს და მისი დაბრუნება დაიწყო 2021 წელს, როგორც კი გაჩნდა საკმარისი თანხა იმისთვის, რომ შენატანის დაბრუნებით საწარმოს ნორმალური ფუნქციონერებისთვის ხელი არ შეშლოდა. აღნიშნულის გამო ჩათვალა, რომ შემმოწმებლის მიერ მთელი ხანდაზმული პერიოდის დოკუმენტაციის მოთხოვნა გაუგებრობა იყო და მას კავშირი არ ჰქონდა 2020 წლის პირველ კვარტალში საწარმოს კაპიტალში განხორციელებულ შენატანზე, რომელიც ნაშთად ირიცხება 2021 წლის 1 იანვარს, რაც დადასტურდა წარდგენილი მტკიცებულებებით. აღნიშნული მოსაზრებით მოხდა გასაჩივრება შემოსავლების სამსახურში, თუმცა განხილვა ჩატარდა მათი მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილებაც მიღებული იქნა მათი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე. თვლის, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ საწარმოს არა მარტო გააჩნდა, არამედ მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალის არსებობა. ის გარემოება, რომ 2021 წლის 1 იანვარს საწარმოს ნაშთად ერიცხება 2020 წლის 1 კვარტალში კაპიტალში შეტანილი თანხა მიუთითებს იმაზე, რომ იმავე წელს, 2020 წელს არ მომხდარა კაპიტალის შემცირება. აუცილებლობის შემთხვევაში გამოხატავს მზადყოფნას სრულად წარადგინოს ხანდაზმული პერიოდის დოკუმენტაცია. ითხოვს გათვალისწინებული იქნეს, რომ საკმაოდ დიდია არაელექტრონული დოკუმენტების მოცულობა, ვინაიდან, სამუშაოები ძირითადად ტარდება რეგიონებში და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ხდება ადგილობრივი სპეციალისტების დაქირავება, რომლებთანაც ინდივიდუალურად ხდება ხელშეკრულებების გაფორმება, ხანდაზმული პერიოდის ხელშეკრულებების სისტემაში მოყვანა, დასკანერება და გადაგზავნა დაკავშირებულია არც თუ ისე მცირე ფინანსურ და დროის რესურსის ხარჯვასთან. ამიტომ, ითხოვს ზემოთ მოყვანილი არგუმენტების, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, კაპიტალის შემცირების გამო, შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური გარემოებები/არგუმენტები, ამასთან დამატებით განმარტა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს კაპიტალის არსებობის საჭიროება, თანხის შეტანა დამფუძნებლის მიერ 2020 წელს და მისი დაბრუნება 2021 წელს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იქნა დოკუმენტაცია ხანდაზმულ პერიოდზე, მტკიცებულებები წარადგინა, მაგრამ კიდევ დამატებით თუ რაიმეს წარდგენაა საჭირო წარადგენენ, რისთვისაც დრო დასჭირდებათ, რადგან ხანდაზმული პერიოდია და ვინაიდან სამუშაოები ტარდებოდა რეგინებში, გასარკვევია რა სამუშაო იქნა შესრულებული და შესაბამისი დოკუმენტაციის ოპტიმიზაციისათვის, წარსადგენად დამატებითი დრო იქნება საჭირო. ამასთან აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურმა მათი მონაწილეობის გარეშე განიხილა საჩივარი და გადაწყვეტილებაც მიღებული იქნა მათი არგუმენტების/მოსაზრებების მოსმენის და შესაბამისად, გათვალისწინების გარეშე.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კაპიტალში შენატანი წინა პერიოდში სადავო არ გამხდარა, მაგრამ შემოწმებისათვის საინტერესო იყო შესამოწმებელი პერიოდის, 2021 წლის 1 იანვრისთვის არსებული კაპიტალის ნაშთი, რისთვისაც მოთხოვნილი იქნა სრულ პერიოდზე ინფორმაცია, მაგრამ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია მხოლოდ 2020 წლის I კვარტლის ჩათვლით, ანუ მტკიცებულება წარადგინა, მაგრამ საკმარისი არ არის 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთის მიზნობრიობის დასადგენად.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6284 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილ და შემდგომ პერიოდებში უკან დაბრუნებულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს სალაროს ანგარიშიდან კომპანიის დამფუძნებელზე გაცემული აქვს თანხა შინაარსით კაპიტალის შემცირება. შემოწმებით, შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, საბუღალტრო მონაცემები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. სალაროდან (1110) გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა; ამასთან, შესამოწმებელი პერიოდში გამოვლინდა, რომ გადამხდელს ანაზღაურებული აქვს მომსახურების ღირებულება არარეგისტრირებული ფიზიკური პირისათვის და არ აქვს დაკავებული გადახდის წყაროსთან. აღნიშნული დაექვემდებარა კორექტირებას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

275,302.