ბრძანება N 4799

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 14.03.2023
№ დოკუმენტი 4799
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4799

14.03.2023

ფ/პ გ-------------------ს (პ/ნ --------------)

(მის.: ---------------------------------------)

2022 წლის 28 დეკემბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) იმსჯელა ფ/პ გ-------------------ს (პ/ნ --------------) №77664/1/2022 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №025-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №01/55616 წერილით ირკვევა, რომ ფ/პ ფ/პ გ-------------------ს (პ/ნ --------------) გარდაიცვალა 2022 წლის -- დეკემბერს (გარდაცვალების აქტი №---------------).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი გარდაიცვალა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ გ-------------------ს (პ/ნ --------------) 2022 წლის 28 დეკემბრის საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ფ/პ გ-------------------ს (პ/ნ --------------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი ქ. №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.