გადაწყვეტილება №24454/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2025
№ დოკუმენტი 24454/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24454/2/2024

26 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 16.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24454/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №001-94 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №26034 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 7 564,02 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლის აქსესუარებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 20 ნოემბრიდან, 2011 წლის პირველი მაისიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2950 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს 21.03.2024 წლის №CB1604411 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 24 724,9 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2024 წლის 19 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 მაისი №12330 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 20.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.07.2024 წლის №23313/2/2024 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურში საჩივრის ხელახლა განხილვის შედეგად, 30.09.2024 წლის №21409 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ეხელმძღვანელა ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება) და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.10.2024 წლის №21-12 1111 ბრძანების საფუძველზე შეფარდებული ჯარიმის ოდენობა 24 724,9 ლარი, შემცირდა 17 160.88 ლარით. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 7 564.02 ლარი. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 29.10.2024 წლის №001-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №26034 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანებით და ი/მ --- ის (ს/ნ ---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები იქნა გადაანგარიშებული. დარიცხული ჯარიმა 24 724.9 ლარი შემცირდა 17 160.88 ლარით და განისაზღვრა 7 564.02 ლარით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანმა სადავო გახადა, რამდენად დაცულ იქნა ფასნამატის გაანგარიშების პროცედურა და რამდენად სწორად იქნა განსაზღვრული მისი ოდენობა და შესაბამისად, ფასნამატის საფუძველზე გამოანგარიშებული სმფ-ების დანაკლისისა და დაკისრებული ჯარიმის ოდენობა. გადამხდელის განმარტებით საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციისას აღწერილ ფასეულობებზე დადგინდა სმფ-ების თვითღირებულებები, სარეალიზაციო ფასები და შესაბამისი საშუალო შეწონილი ფასნამატი. აღწერილი სმფ-ების საერთო თვითღირებულებამ შეადგინა 695 655,14 ლარი (დღგ-ის გარეშე), სარეალიზაციო (საბაზრო) ღირებულებამ შეადგინა 1 077 180,1 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო საშუალო შეწონილმა ფასნამატმა - 31,22%. თუმცა საგადასახადო ორგანომ სმფ-ების სააღრიცხვო ნაშთი და სმფ-ების დანაკლისი განსაზღვრა არა სმფ-ების დანაკლისის აღმოჩენის მომენტისათვის დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით (ფასნამატით), არამედ სმფ-ების აღმოჩენამდე პერიოდში გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით (91%-იანი ფასნამატით). აღწერის მონაცემების საფუძველზე 31,22%-იანი ფასნამატი გაანგარიშებულია თვითღირებულებით 695 655,14 ლარის სმფ-ების მიხედვით, ხოლო დოკუმენტური 91%-იანი ფასნამატი გაანგარიშებულია თვითღირებულებით 6 312 ლარის სმფ-ების მიხედვით, კერძოდ, 2024 წლის 1.01.-12.02 პერიოდში 12 055,93 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულებაზე გამოწერილი 28 ერთეულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ფასების საფუძველზე. აღწერით და სასაქონლო ზედნადებებით მოცული სმფ-ების თანაფარდობამ თვითღირებულების მიხედვით 100-ზე მეტი, ხოლო ამ უკანასკნელი ხვედრითმა წილმა 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ამასთან, დოკუმენტურმა ფასნამატმა მოიცვა მხოლოდ 7 დასახელების საქონელი (შარფი, ქოლგა, ქალის და კაცის საფულე, ქუდი, პანჩო, ზედა), ხოლო აღწერილ იქნა 25-ზე მეტი დასახელების საქონელი, მათ შორის ისეთი ძირითადი საქონელი, როგორიცაა ელასტიკი, შარვალი, ქურთუკი, ნაჭრის ჩანთა, რეზინის ხალიჩა, აბაზანის ფარდა, სუფრა და სხვა.

მოთხოვნა იყო რომ სმფ-ების დანაკლისის ოდენობა და შესაბამისი საგადასახადო სანქცია გამოანგარიშებული ყოფილიყო ინვენტარიზაციისას განხორციელებული აღწერის მასალებში დაფიქსირებული თვითღირებულებებისა და სარეალიზაციო (საბაზრო) ფასების მიხედვით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით ან უკიდურეს შემთხვევაში, იმავე საბაზრო სივრცეში მსგავსი საქმიანობის მქონე მეწარმეებთან საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი სამართლიანი ფასნამატის გამოყენებით. მითითებულ არგუმენტაციასა და მოთხოვნას შეიცავდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე შემოსავლების სამსახურში შეტანილ საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წ. №21409 ბრძანების თანახმად, „შემოსავლების სამსახურმა იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტური რეალიზაციების წილი მცირე იყო, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება შეაფასა არამართლზომიერად და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაავალა ფასნამატისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ეხელმძღვანელა ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება)“.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.10.2024 წ. №21-12 1111 ბრძანების თანახმად, „საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველომ იხელმძღვანელა, შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანებით და ი.მ. ,,-----ის (ს/ნ----) სმფ-ები გადაანგარიშებულ იქნა, დარიცხული ჯარიმა 24 724,9 (24 7249 X 10%) ლარი შემცირდა 17 160.88 (17 1608,8 X10%) ლარით. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 7 564.02 (75 640.21 X10%) ლარი“.

გადაანგარიშების ცხრილების თანახმად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაზიარებულ იქნა მომჩივნის მიერ საჩივრისათვის დართული ცხრილით გაანგარიშებული ფასნამატი 31,22%. კერძოდ, ინსტრუქციის დანართი 22-ის II ცხრილით აღწერილი სმფ-ების ნაშთმა 695 655,14 ლარი, ბუღალტრულმა ნაშთმა 744 504,45 ლარი, ხოლო სხვაობამ (დანაკლისმა) 48 849,31 ლარი შეადგინა. შესაბამისად, დანაკლისის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 48 849,31 X 1,3122 X 1,18 = 75 640,21 ლარით. საჩივარში აღნიშნულია, რომ ამ გაანგარიშებაში არასწორია სმფ-ების „ბუღალტრული“ ნაშთის 744 504,45 ლარის ოდენობით გაანგარიშება. „ბუღალტრული“ ნაშთის გამოსაანგარიშებლად საცალო რეალიზაციებზე გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი 31,22%, ხოლო ზედნადებებით რეალიზაციებზე - 2024 წლის 1.01.-12.02 პერიოდში 12 055,93 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულებაზე გამოწერილი 28 ერთეულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ფასების საფუძველზე (გავრცელებულია 2023 წლის 1.01.-დან 2024 წლის 12.02-მდე პერიოდზე). შესაბამისად, „ბუღალტრული“ ნაშთი ნაწილობრივ გამოანგარიშებულია დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით, რაც შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წ. №21409 ბრძანების შესაბამისად დოკუმენტური რეალიზაციების სიმცირის გამო „არამართლზომიერია“.

მონიტორინგის დეპარტამენტის გაანგარიშების და სწორი გაანგარიშების შედეგების შედარება შემდეგ სურათს იძლევა:

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1740638757894 {margin-left: 88.25pt; border: none; margin: 0 auto !important; }მაჩვენებელი

მონიტორინგი

მომჩივანი

 

1

საწყისი ნაშთი(01.01.2023 წ.)

530 260

530 260

 

2

შეძენა (01.01.2023-13.02.2024 წწ.)

485 770

485 770

 

3

მიწოდება (დღგ-ისჩათვლით) (01.01.2023-13.02.2024 წწ.)

472 997

472 997

 

4

ფასნამატი (მიწოდების თვითღირებულების მიზნით)

1,3122; 1,9052

1,3122

 

5

მიწოდება თვითღირებულებით

271 526

305 475

 

6

საბოლოო (ბუღალტრული) ნაშთი (13.02.2024 წ.) (1 + 2 – 5)

744 504

710 555

 

7

ფაქტობრივი ნაშთი(13.02.2024 წ.)

695 655

695 655

 

8

დანაკლისი თვითღირებულებით (6 – 7)

48 849

14 900

 

9

ფასნამატი (დანაკლისის საბაზრო ღირებულების მიზნით)

1,3122

1,3122

 

10

დანაკლისის საბაზროღირებულება (8 X 9 X1,18)

75 640

23 071

 

11

საგადასახადო სანქცია (10 X 10%)

7 564

2 307,1

 

ამრიგად, მიწოდების თვითღირებულების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის კოეფიციენტის (1,3122) გამოყენების შემთხვევაში, დანაკლისის საბაზრო ღირებულება მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული 75 640 ლარის ნაცვლად იქნებოდა 23 071 ლარი, ხოლო შესაბამისი ჯარიმა 7 564 ლარის ნაცვლად - 2 307,1 ლარი. შესაბამისად, გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა უნდა გაუქმდეს 7 564 – 2 307,1 = 5 256,9 ლარი ჯარიმის ნაწილში. შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წ. №26034 ბრძანებაში გადმოცემულია მომჩივნის მიერ მითითებული არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, რომ აღსასრულებელი ბრძანების მიხედვით მონიტორინგის დეპარტამენტს „ფასნამატისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით {უნდა} ეხელმძღვანელა ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასებით“, ხოლო გადაანგარიშებით „დანაკლისის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 75 640.21 ლარით. ამ გაანგარიშებაში არასწორია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების „ბუღალტრული“ ნაშთის 744 504.45 ლარის ოდენობით გაანგარიშება. „ბუღალტრული“ ნაშთის გამოსაანგარიშებლად გამოყენებულ იქნა არა ინვენტარიზაციის ფასნამატი 31.22%“, არამედ „საცალო რეალიზაციის შემთხვევაში გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი 31.22%, ხოლო ზედნადებით რეალიზაციის შემთხვევაში იგივე ფასნამატი (90.52%), რაც თავდაპირველად იყო გამოყენებული. გადამხდელი აღნიშნავს, რომ 90.52%-იანი ფასნამატი გამოანგარიშებულია 01.01.2024 – 13.02.2024 პერიოდში გამოწერილი ზედნადებების მიხედვით“.

მიუხედავად იმისა, რომ დანაკლისის საბაზრო ღირებულება მიიღება დანაკლისის თვითღირებულებიდან, ხოლო უკანასკნელი განისაზღვრება „ბუღალტრული“ და ფაქტობრივი ნაშთების სხვაობით, შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ დაადგინა და არ შეაფასა, რა ფასნამატებით და, შესაბამისად, რამდენად სწორად გამოიანგარიშა საგადასახადო ორგანომ „ბუღალტრული“ ნაშთი და შესაბამისად დანაკლისის თვითღირებულება და საბოლოოდ დანაკლისის საბაზრო ღირებულება და შესაბამისი საგადასახადო სანქცია. ამრიგად, შემოსავლების სამსახურმა არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, არ გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები და არასამართლებრივად შეაფასა მითითებული გარემოება, რასთან დაკავშირებითაც მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და მაშასადამე უკანონოა. მომჩივანი ითხოვს, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №26034 ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.10.2024 წ. №21-12 1111 ბრძანება ი.მ. ,,---ის“ (ს/ნ----) მიმართ 2024 წლის 21 მარტს შედგენილი №CB1604411 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ცვლილების შეტანის თაობაზე 29.10.2024 წლის №001-94 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურს დაევალოს საჩივრის ხელახალი განხილვა ან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს სმფ-ების დანაკლისისა და შესაბამისი საგადასახადო სანქციის კორექტირება (შემცირება) გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით. მომჩივანი ითხოვს საჩივრის განხილვა მოხდეს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე უშუალოდ შემმოწმებელი ოფიცრისა და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რათა ჯეროვნად იქნეს ახსნილი და გამოკვლეული შემმოწმებლის მიერ შედგენილი და მომჩივნის მიერ მისი მოთხოვნის შესაბამისად კორექტირებული ცხრილები. დანართები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ეხელმძღვანელა ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება) და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგად ჯარიმის თანხა 24 724,9 ლარი შემცირდა 17 160.88 ლარით და შეადგინა 7 564.02 ლარი. მომჩივანი განმარტავს, რომ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ საშუალო შეწონილი ფასნამატად განსაზღვრული იყო 31,22%, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სანქციის განსაზღვრის მიზნებისთვის გამოყენებული ჰქონდა 91%, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაციის ფაქტებზე 1.01.2024 წლიდან 13.02.2024 (ინვენტარიზაციის დაწყების თარიღი) წლამდე გამოწერილი სასაქონლო-ზედნადებების მონაცემებს. აღნიშნული ზედნადებები გამოწერილი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენის მომენტამდე, აღნიშნული ზედნადებებით რეალიზებული საქონლის წილი იყო საერთო რაოდენობის 1 პროცენტამდე, სასაქონლოზედნადებებით დადგენილი ფასნამატი საქონლის სახეობრივი ნიმუშებით იყო დაფიქსირებული და ის ვერ იქნებოდა რელევანტური იგივე სახეობის, თუმცა ტიპით, ზომით, ხარისხით და ა.შ. განსხვავებული ერთეულებისათვის. „ბუღალტრული“ ნაშთის გამოსაანგარიშებლად გამოყენებულ იქნა არა ინვენტარიზაციის ფასნამატი, არამედ „საცალო რეალიზაციის შემთხვევაში გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი, ხოლო ზედნადებით რეალიზაციის შემთხვევაში იგივე ფასნამატი, რაც თავდაპირველად იყო გამოყენებული.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.01.2025 წლის №983-21-12 წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი: საშუალო შეწონილი ფასნამატად 90.52 % განსაზღვრისას შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა იხელმძღვანელა 1.01.2024 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (13.02.2024 წელი) გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაციის შემთხვევებზე გამოწერილი ზედნადებებით. მომჩივანს არ გააჩნდა ფას-მაჩვენებლების საქონელზე მაღაზიაში (რის გამოც დაჯარიმდა კიდეც) შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანების აღსრულების მიზნით განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებით ი.მ. ,,----“-ის 1.01.2023 წლიდან 13.02.2024 წლამდე სულ სმფ-ების რეალიზაციამ საბაზრო ფასებით შეადგინა 472 996,97 ლარი: აქედან სმფ-ების ზედნადებებით რეალიზაციამ ჯამში შეადგინა საბაზრო ფასებით 168 891 ლარი, ხოლო დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით თვითღირებულებით შეადგინა 75 124,9 ლარი (168891/1,18/1,9052). საკონტროლო სალარო აპარატით სმფ-ების რეალიზაციამ ჯამში შეადგინა საბაზრო ფასებით 304 106 ლარი, ხოლო ინვენტარიზაციის ფასნამატის გათვალისწინებით თვითღირებულებით შეადგინა 196 400,6 ლარი (304106/1,18/1,3122). ბუღალტრული ნაშთის დადგენისას დოკუმენტურად რეალიზებულ სმფ-ებზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი 90,52%, ხოლო სასაქონლო-ზედნადებებით რეალიზებულ სმფებზე გავრცელდა ინვენტარიზაციის დროს დადგენილი ფასნამატი 31,22%.

ბუღალტრული თანხობრივი ნაშთი თვითღირებულებით 744 504,44 ლარი, გაანგარიშებული იქნა შემდეგი მეთოდით (530260 + 485770 - 75124,9 - 196400,6). შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანების აღსრულების მიზნით ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის და საბაზრო ფასების გამოყენება მხოლოდ იმ საქონელთან მიმართებაში, რომლის რეალიზაციისას სასაქონლო ზედნადებები არ იყო გამოწერილი, საბჭოს მართებულად მიაჩნია.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგად ჯარიმის თანხა 24 724,9 ლარი შემცირდა 17 160.88 ლარით და შეადგინა 7 564.02 ლარი. მომჩივანი განმარტავს, რომ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ საშუალო შეწონილი ფასნამატად განსაზღვრული იყო 31,22%, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სანქციის განსაზღვრის მიზნებისთვის გამოყენებული ჰქონდა 91%, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაციის ფაქტებზე 1.01.2024 წლიდან 13.02.2024 (ინვენტარიზაციის დაწყების თარიღი) წლამდე გამოწერილი სასაქონლო-ზედნადებების მონაცემებს. აღნიშნული ზედნადებები გამოწერილი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენის მომენტამდე, აღნიშნული ზედნადებებით რეალიზებული საქონლის წილი იყო საერთო რაოდენობის 1 პროცენტამდე, სასაქონლოზედნადებებით დადგენილი ფასნამატი საქონლის სახეობრივი ნიმუშებით იყო დაფიქსირებული და ის ვერ იქნებოდა რელევანტური იგივე სახეობის, თუმცა ტიპით, ზომით, ხარისხით და ა.შ. განსხვავებული ერთეულებისათვის. „ბუღალტრული“ ნაშთის გამოსაანგარიშებლად გამოყენებულ იქნა არა ინვენტარიზაციის ფასნამატი, არამედ „საცალო რეალიზაციის შემთხვევაში გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი, ხოლო ზედნადებით რეალიზაციის შემთხვევაში იგივე ფასნამატი, რაც თავდაპირველად იყო გამოყენებული.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21409 ბრძანების აღსრულების მიზნით ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის და საბაზრო ფასების გამოყენება მხოლოდ იმ საქონელთან მიმართებაში, რომლის რეალიზაციისას სასაქონლო ზედნადებები არ იყო გამოწერილი, საბჭოს მართებულად მიაჩნია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.