ბრძანება N 16826

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 16826
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16826

16 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------,-------)

2024 წლის 20 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №102709/21 საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის 20 მაისის №33098512 შეტყობინებას და 2024 წლის 20 მაისის №C47584 საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის (სეს ესნ) სისწორეს და დარიცხულ დღგ-ს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ პროდუქცია ნაზალურ ხსნარზე -------, ------- საბაჟო დეპარტამენტმა №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განახორციელა სასაქონლო კოდის ცვლილება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და იმპორტისას საქონელი დაიბეგრა დღგ-ით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 2013 წელს შემოიტანა საქონელი (-------, -------, -------), რომელიც დეკლარირებული იყო ------- სასაქონლო კოდით და რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არის გათავისუფლებული დაბეგვრისგან. მისივე განმარტებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, აღნიშნული პრეპარატი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისგან, რაც არ გაითვალისწინა საბაჟო დეპარტამენტმა და საქონლის სეს ესნ კოდად მიეთითა -------. მომჩივნის მოსაზრებით, ამ საქონლისთვის სწორი სეს ესნ კოდია ------- და არა -------

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი №33098512 შეტყობინება, ცვლილება განხორციელდეს №------- 20.05.2024 საბაჟო დეკლარაციაში და საქონლის სეს ესნ კოდად განისაზღვროს -------.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ №------- (17.05.2024) განცხადებით ელექტრონულად წარდგენილი №2024 0091 (30.04.2024) ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, 2024 წლის 20 მაისს დარეგისტრირდა №------- საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად – 4 400 ერთეული („-------“ – 2 200 ერთეული; „-------“ – 2 200 ერთეული) და პლასტმასის პალეტი ტრანსპორტირებისთვის – 3 ერთეული.

მითითებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქონელს – „-------“ და „-------“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად განესაზღვრა ------- სასაქონლო კოდი.

დეკლარირებისას წარმოდგენილ №2024 0091 (30.04.2024) შესყიდვის დოკუმენტში მითითებული საქონლის დასახელება („-------“; „-------“) და არტიკულის ნომერი (№-------; №-------) იდენტურია 2022 წლის 24 აპრილს №------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის, რაზეც სეს ესნ კოდის განსაზღვრის მიზნით, 2022 წლის 18 აპრილს შპს „-------“ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს, წარადგინა შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი) №2022 0069 (13.04.2022) და მოითხოვა ინვოისში მითითებული არტიკულის (№-------, №-------; №-------) შესაბამისი, სამი დასახელების საქონლის („-------“; „-------“; „-------“) სეს ესნ კოდის განსაზღვრა. შპს „-------“ (ს/ნ -------) მოთხოვნის საფუძველზე გამოიცა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №------- (19.04.2022) დასკვნა, რომლის მიხედვით საქონელს („-------“; „-------“; „-------“) განესაზღვრა ------- სასაქონლო კოდი.

შესაბამისად, 2024 წლის 20 მაისის №------- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის დეკლარირება განხორციელდა სეს ესნ-ის ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და ვინაიდან „-------“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და №------- საბაჟო დეკლარაციით შპს „-------“ (ს/ნ -------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 5065.08 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებას.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №------- (19.04.2022) დასკვნის გამოცემის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით დადგენილი იყო, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „... იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით ...“. სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის შენიშვნის პირველ პუნქტში აღნიშნული იყო, რომ მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები, განკუთვნილი სამედიცინო მიზნებისათვის (სასაქონლო პოზიცია -------) და ------- სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე. აღნიშნულისა და 33-ე ჯგუფის შენიშვნებისა და ტექსტების გათვალისწინებით, წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები და ------- - დან ------- პოზიციების პრეპარატები, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ თერაპიული ან პროფილაქტიკური თვისებები კლასიფიცირდებოდა 33-ე თავში.

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით დადგენილია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირველი წესი მიუთითებს, რომ კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად.

სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის შენიშვნის პირველ პუნქტში მოცემულია ის ჩამონათვალი, რომელიც არ ჩაირთვება მოცემულ ჯგუფში:

წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები, განკუთვნილი სამედიცინო მიზნებისათვის (სასაქონლო პოზიცია -------);

------- სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე.

აღნიშნულისა და 33-ე ჯგუფის შენიშვნებისა და ტექსტების გათვალისწინებით, წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები და 33.03-დან 33.07 პოზიციების პრეპარატები, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ თერაპიული ან პროფილაქტიკური თვისებები კლასიფიცირდება 33-ე თავში.

ამდენად, მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მიხედვით, სადაო საკითხის კლასიფიკაცია რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მსგავსად და ზემოაღნიშნული საქონელი კვლავ კლასიფიცირდება ------- სასაქონლო კოდში.

საგულისხმოა, რომ საქართველო, როგორც „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, ხელმძღვანელობს დასახელებული კონვენციის ფარგლებში მოქმედი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებებით. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წარმოადგენს უმაღლეს კომპეტენტურ ორგანოს საქონლის სეს ეს-ის შესაბამისად კლასიფიკაციისთვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის საკითხში. მათ მიერ კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა წარმოადგენს ორგანიზაციის კომპენდიუმს. კომპენდიუმში შესული ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, ზღვის წყლის ნაზალური სპრეი (--------ის ანალოგი) კლასიფიცირებულია ------- სასაქონლო კოდში. კომპენდიუმში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია ხელშემკვრელი მხარეებისთვის, შესაბამისად საქართველოს საბაჟო ორგანო, როგორც კონვენციის ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია საქონლის კლასიფიკაცია მოახდინოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაბამისი გადაწყვეტილებით.

დადგენილია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ დეკლარირებული საქონელი (ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად, -------, ------- და -------) წარმოადგენს ჰიპერტონულ ზღვის წყალს, რომელიც ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით, დამზადებულია ოკეანის დისტილირებული (გაფილტრული) ზღვის წყლით, დაფასოებულია სპრეის და წვეთების სახით. შესაბამისად, საქონლის დეკლარირება სეს ესნ-ის ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და შესაბამისად, იმპორტის გადასახდელის (დღგ) დარიცხვა მართლზომიერია.

2024 წლის 20 მაისის №33098512 შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.

რაც შეეხება მომჩივნის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავაში შემოსავლების სამსახურის მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა არა სეს ესნ კოდი, არამედ მისი დაბეგვრის საკითხი პროდუქტის ფარმაცევტულ პროდუქციად განხილვის ჭრილში, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 168-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-სგან გათავისუფლებულ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი. ამდენად, სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა განეკუთვნებოდა თუ არა პროდუქტი ფარმაცევტულ პროდუქციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №------- 20.05.2024 საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ კოდი) და №33098512 20.05.2024 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

შპს „ეს კა იმპექსი“ (ს/ნ 204898441)

 

სადავო საკითხები:

საბაჟო დეპარტამენტმა, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განახორციელა სასაქონლო კოდის ცვლილება და იმპორტისას საქონელი დაიბეგრა დღგ-ით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის მიერ განცხადებით ელექტრონულად წარდგენილი ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია. მომჩივანის მიერ დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდით საქონელი კანონმდებლობის შესაბამისად არის გათავისუფლებული დაბეგვრისგან.

საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქონელს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, განესაზღვრა სხვა სასაქონლო კოდი. აღნიშნულ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან. გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ).

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ კოდი) და შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35