N 456 - 20/11/2023 - „ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 20.11.2023
№ დოკუმენტი 456
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №456

2023 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2014, 300160070.10.003.017843) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების ძირითადი დებულებები“) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება შპრიცსატყორცნ პნევმატურ მოწყობილობასა (იარაღსა) და მისთვის განკუთვნილ ჭურვზე, თუ მათი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება (მათ შორის, იმპორტი) ხორციელდება ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის, მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. აღნიშნული წესით შპრიცსატყორცნი პნევმატური მოწყობილობისა (იარაღისა) და მისთვის განკუთვნილი ჭურვის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება (მათ შორის, იმპორტი) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე