1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით − ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით:
ბ.ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის დამზადების (მათ შორის, გადაკეთების) წესს;
ბ.ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას;
ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
ბ.ე) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესს.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაამტკიცოს:
ა) ელექტროშოკური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
ბ) გაზის აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
გ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
დ) ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025