ბრძანება N 31607

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 31607
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 31607

14 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------)

(მის: ----------)

2023 წლის 24 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N128) განიხილა შპს ,,------“-ს (ს/ნ --------) N199677/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის NCB1540228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. გადასახადის

 

გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 21 ოქტომბერს მოხდა დაზიანებული სვეტის რემონტი, რა დროსაც მათმა თანამშრომელმა დააზინა მრიცხველის ლუქი, რაზეც არ მოახდინეს დროული ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების სამსახურისათვის.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.

 

ფაქტების აღწერა:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ --------) კუთვნილი აგსზე (მისამართი: ქ. -------. (სტაციონარი N-------)) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №23651 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული დათვალიერების პროცედურის შედეგად გამოვლინდა „ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა“. აღნიშნულ ფაქტზე შპს „-------“-ს (ს/ნ ------) მიმართ შედგენილი იქნა NCB1540228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შპს „------“-ს (ს/ნ -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანების 23-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე10 პუნქტების თანახმად:

1. ავტოგასამართ სადგურში (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – აგს), ასევე აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – აირსავსები სადგური) მარიგებელი სვეტების ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით დალუქული მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საშუალებით.

2. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით, აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ.

3. აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების მეტროლოგიურ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან აკრედიტებული პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით.

5. საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება აგს-ში/აირსავსებ სადგურში არსებული ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის/აირის მისაწოდებლად.

10. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარეგულირებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვა სავალდებულოა ბოლო დალუქვიდან 1 წლის გასვლის შემდეგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ავტოგასამართ ან/და აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,-------“-ს (ს/ნ-------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის კუთვნილი აგსზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №23651 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული დათვალიერების პროცედურის შედეგად გამოვლინდა „ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა“. აღნიშნულ ფაქტზე გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი იქნა NCB1540228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270(7);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება